domenica 23 dicembre 2012

მშენებლობა და ტექნოლოგია

მშენებლობა და ტექნოლოგია


რომაელებს იმდენი დიდი მოაზროვნე და მხატვარი არ ჰყავდათ,რამდენიც მათ წინამორბედ ძველ ბერძნებს,მაგრამ პრაქტიკულ საქმიანობაში – მაგალითად მშენებლობასა და საინჟინრო საქმეში გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ.ათასწლეულებზე მეტი დასჭირდათ ევროპელებს გზების გაყვანაში,ხიდებისა და საკანალიზაციო სისტემების აგებაში,სპეციალური მოწყობილობებისა და შრომის იარაღების დამზადებაში რათა  რომაელებს გათანაბრებოდნენ.
გზები – სახელგნთქმულ რომაულ გზებს ჯარისკაცები აგებდნენ.გზები სწორი უნდა ყოფილიყო,რათა ჯარს მთელ ევროპაში სწრაფი გადაადგილება შესძლებოდა.ამ გზებს ვაჭრები და მოგზაურებიც იყენებდნენ.გზის საფენად სხვადასხვა ზომის ქვებს იყენებდნენ.გზებს ბორდიური გასდევდა ,ხოლო გზის ზედაპირი ცენტრიდან კიდესკენ იყო დაქანებული,რათა წვიმის წყალი გზაზე არ დაგუბებულიყო.
ხიდები –  ბერძნებისგან განსხვავებით,რომელთა არქიტექტურაც სწორკუთხოვანი იყო,რომაელებმა თაღებისა და გუმბათების აგება ისწავლეს.თაღებმა რომაელებს გრძელი ხიდების შენების საშუალება მისცა.მათი დიდი ნაწილი დღესაც არსებობს.
კოლიზეუმი – ყველა რომაულ ქალაქში იდგა ამფითეატრი,დიდი სტადიონი,სადაც პოპულარული სანახაობები იმართებოდა.უდიდესი ამფითეატრი იყო რომის კოლიზეუმი,რომელიც დაახლოებით ახ.წ. 70–80 წლებში აშენდა ხის ძველი შენობის ადგილზე.ოვალური არენის გარშემო,რომლის სიგრძე 188,სიგანე – 165,ხოლო სიმაღლე – 48 მეტრი იყო,ტრიბუნებზე 50000 ადამიანი ეტეოდა.შენობის საძირკველში ცხოველებისა და გლადიატორების ოთახები მდებარეობდა.გიგანტური ტენდი მაყურებლებს მზისგან იცავდა.დანგრეული კოლიზეუმი დღესაც დგას რომში და ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობაა.
რომაული სახლი –  მდიდარ რომაელებს გარდა ქალაქის სასახლეებისა,ხშირად დიდი მამულებიც ჰქონდათ.მათ კომფორტის თანამედროვე საშუალებები მაგალითად ელექტროობა არ ჰქონდათ,მაგრამ  მრავალი მონის წყალობით,ისინი საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდნენ.სახლები საერთო გეგმის მიხედვით შენდებოდა,თუმცა ეს გეგმა იმპერიის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იყო.გარედან მხოლოდ სახლის ზედა ნაწილში გამოჭრილი რამდენიმე პატარა ფანჯარა ჩანდა.მთავარი ოთახები ატრიუმის,ღია ეზოს ირგვლივ იყო განლაგებული.სოფლის სახლები ანუ ვილები,ჩვეულებრივ დიდი მამულების განაპირა იდგა.ქალაქის სახლები ქალაქის პრესტიჟულ უბანში იყო თავმოყრილი.რომში ასეთი სახლები მხოლოდ ძალიან მდიდრებს ჰქონდათ.
აგურისა და ქვის სახლები რომელთაც ზოგჯერ გარედან ლესავდნენ,ჩვეულებრივ ერთსართულიანი იყო.რომში სივრცის შეზგუდვის გამო ორსართულიან სახლებსაც აგებდნენ.ზოგ სახლს სარდაფი ჰქონდა სადაც მონები ცხოვრობდნენ.
ოთახებში ცოტა ავეჯი იდგა,მაგრამ კედლებს ნახატებით,ჩუქურთმებითა და მოზაიკით ამკობდნენ.ხშირად ყველა კედელი აბსტრაქტული ნახატებით ან რეალისტური სცენებით იყო მოხატული,ან სხვადასხვა ფერის ფილებით მოპირკეთებული,ხოლო იატაკს მოზაიკა ამშვენებდა.მოზაიკური ნახატები შავ–თეთრი გეომეტრიული ფიგურებისგან შედგებოდა.
მდიდარ რომაელებს ძვირფასი და მრავალფეროვანი ავეჯი ჰქონდათ,მაგრამ ჩვენ მათი სახლები მაინც ცარიელი მოგვეჩვენებოდა.დიდ ავეჯს,მაგალითად ტანსაცმლის მძიმე კარადებს,იშვიათად იყენებდნენ.მდიდარი ოჯახები ხშირად გადადიოდნენ სოფლიდან ქალაქში ან პირიქით.ამასთან, რომაელებს ავეჯის ოთახიდან ოთახში ხშირი გადანაცვლება უყვარდათ.

5.

Nessun commento:

Posta un commento