domenica 23 dicembre 2012

კოლიზეუმი

იტალიის რუკა


View იტალია in a larger map

სარჩევი

სარჩევი

შესავალი ..........................................................................1
ქალაქი რომი ....................................................................2
ქალები .............................................................................3
ბავშვები ...........................................................................4
მშენებლობა და ტექნოლოგია ...........................................5
რელიგია ...........................................................................6
მიწათმოქმედება ...............................................................7
რომაული სამზარეულო ....................................................8
ვაჭრობა ............................................................................9
მეომრები .........................................................................10
დასკვნა ............................................................................11
გამოყენებული ლიტერატურა….........................................12

შესავალი

შესავალი


ძვ.წ. 700 წელს რომი ერთი პატარა სოფელი იყო,მაგრამ მოგვიანებით უზარმაზარი იმპერიის ცენტრად იქცა. დაახლიებით ძვ.წ. 500 წელს  რომაელებმა ეტრუსკების მმართველობა დაამხეს და რესპუბლიკა დააარსეს. ძვ.წ. 300 წლისთვის რომის იმპერია მთელ  იტალიას აკონტროლებდა,ხოლო ძვ.წ. 200 წელს რომაელებმა ხმელთაშუა ზღვაში  თავიანთი უპირველესი მეტოქე კართაგენი დაამარცხეს.იმ დროს,როდესაც რესპუბლიკა ახალ მიწებს იპყრობდა,ქვეყნის შიგნით რთული მდგომარეობა იყო,რაც სამოქალაქო ომით,დიქტატორული მმართველობითა და სარდლებს შორის გაუთავებელი შუღლით იყო გამოწვეული. ძვ.წ. 46 წელს ძალაუფლებას იულიუს კეისარი დაეუფლა,მაგრამ რომაელებმა  რომლებიც შიშობდნენ,რომ ის თავს მონარქად გამოაცხადებდა,იულიუსი მუხანათურად მოკლეს.თუმცა მონარქია გარდაუვალი იყო და იულიუსის მემკვიდრე  ავგუსტუსი რომის პირველი იმპერატორი გახდა. ახ.წ. 1–ლი საუკუნიდან მე–3 საუკუნემდე იმპერიაში,რომელიც 117 წლისთვის შოტლანდიიდან სირიამდე იყო გადაშლილი და ჩრდილოეთ აფრიკასაც მოიცავდა, „ რომაულმა მშვიდობამ“ და საყოველთაო კეთილდღეობამ დაისადგურა.მაგრამ დაახლოებით 150 წლიდან მოყოლებული,იმპერიას მეზობელთა შემოტევებისაგან თავის დაცვა უწევდა. მე–3 საუკუნიდან რომის იმპერიამ დასუსტება დაიწყო,რაც მისი დაცემით დასრულდა 476 წელს.იმპერიის დაცემიდან თითქმის 1000 წლის შემდეგაც რომაული ცივილიზაცია ევროპელებისთვის მისაბაძად რჩებოდა ,რომაელთა ენა,ლათინური, მე–16 საუკუნემდე ფართოდ იყო გავრცელებული განათლებულ ევროპელებს შორის. რომაული კანონები დღესაც თანამედროვე კანონის საფუძველია.რომის იმპერია მრავალეროვნული იყო – სხვადასხვა რელიგიური მრწამსისა და ენის მქონე ადამიანებს აერთიანებდა. 1806 წლამდე ერთ–ერთი მოწინავე სახელმწიფოს მმართველი „საღვრთო (იგულისხმება ქრისტიანული) რომის იმპერატორის“ ტიტულს ატარებდა.დღეს იმასაც კი ამბობენ,რომ ევროკავშირი იმ ერთიანობის აღდგენის  კიდევ ერთი მცდელობაა, რომელსაც პირველებმა რომაელებმა მიაღწიეს.

1.

ქალაქი რომი

ქალაქი რომი



რომი ანუ როგორც მას უწოდებენ, „მარადიული ქალაქი“,ევროპის ისტორიული მოვლენების ცენტრში იყო 2000 წლის განმავლობაში.თავდაპირველად 7 ბორცვზე მდებარე სოფლების ჯგუფი ძვ.წ. 509 წელს რესპუბლიკად იქცა.რესპუბლიკის ტერიტორიის ზრდასთან ერთად ქალაქიც ყვაოდა და იზრდებოდა. ძვ.წ. 1–ელ საუკუნეში,ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შემდეგ, რესპუბლიკა იმპერატორების მმართველობამ შეცვალა.პირველი იმპერატორის,ავგუსტუსისა და მისი მემკვიდრეების მმართველობისას რომი ევროპის უდიდეს და ულამაზეს ქალაქად იქცა.იმპერიის მრავალი ქალაქი რომის მცირე მოდელი იყო.
რომის ფორუმი– ფორუმი რომის მთავარი სახალხო მოედანი იყო.თავდაპირველად იგი ქალაქის რელიგიურ,სავაჭრო,საქმიან,პოლიტიკურ და გართობის ცენტრს წარმოადგენდა.თავდაპირველად ის გრანდიოზულ ადგილად იქცა – მაღაზიები გაქრა,მათი ადგილი კი მონუმენტურმა შენობებმა დაიკავა.
პოლიცია და სახანძრო სამსახური – აჯანყებებისა და არეულობების ჩასაცხრობად ავგუსტუსმა სპეციალური გასამხედროებული შენაერთები შექმნა.ხალხმრავალ ქალაქს გამუდმებით ხანძარი ემუქრებოდა,ამიტომ ავგუსტუსმა სახანძრო რაზმებიც დაარსა, მაგრამ ისინიც ვერ გაუმკლავდნენ ახ.წ. 64 წელს გაჩენილ ხანძარს ,რომელიც ქალაქს  ექვსი დღის მანძილზე ანადგურებდა.
რესპუბლიკა და იმპერია  რომის რესპუბლიკაში  ნამდვილი დემოკრატია არ იყო,ვინაიდან ძალაუფლებას პატრიციები ფლობდნენ.რომაელები სამეფო მმართველობის წიინააგმდეგნი იყვნენ ,ამიტომ ავგუსტუსმა თავს არა „მეფე“,არამედ  „პირველი მოქალაქე“ უწოდა.ამასთან შეინარჩუნა რესპუბლიკური ხელისუფლების ინსტიტუტები და მოხელეები,თუმცა ამ უკანასკნელთ  დიდი ძალაუფლება აღარ ჰქონდათ.ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლას რომში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,ამიტომ ადვიკატები და პოლიტიკოსები ბრწყინვალე ორატორები იყვნენ.
სენატი – პატრიციები დიდგვაროვანთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ სენატში–რესპუბლიკის უზენაეს ხელისუფლებაში .სენატის მიერ არჩეული ორი კონსული,რომლებიც მთავრობას ხელმძღვანელობდნენ,ასევე პატრიციები იყვნენ. ძვ.წ. 366 წელს კი კონსულად გახდომის უფლება პლებეებსაც მიენიჭათ.იმპერატორის მმართველობისას სენატი იძულებული გახდა  ძალაუფლების უდიდესი ნაწილი დაეთმო.
პლებეები – უბრალო რომაელებს პლებეებს უწოდებდნენ.რესპუბლიკის დროს პლებეები მდიდარი მიწათმფლობელების,პატრიციების წინააღმდეგ იბრძოდნენ,რათა უფრო დიდი უფლებები მოეპოვებინათ.მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს,რის შედეგადაც საკუთარი საკრებულოსა და მოხელეების არჩევის უფლება მოიპოვეს.პლებეები უფლებრივად გაუთანაბრდნენ პატრიციებს.
კანონი და სამართალი – კანონზე მაღლა თვით იმპერატორიც კი არ იდგა.სასამართლოები მკაცრად იცავდნენ მოქალაქეთა უფლებებს.ქრისტეს მოციქული პავლე რომაელთათვის სამარცხვინო სასჯელს,ჯვარცმას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა,რომ რომის მოქალაქე იყო.რომის სასამართლოებში,თანამედროვე სასამართლოების მსგავსად,გადაწყვეტილება იურისტების მიერ წარმოდგენილი არგუუმენტების საპუზველზე მიიღებოდა.
მაღაზიები და დუქნები – რომის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მაღაზიებისა და ბაზრების რაოდენობაც.მაღაზიები მთავარ ქუჩებზე იყო განლაგებული,ხოლო მაღალკვალიფიციური ხელოსნების,მაგალითად,ოქრომჭედლების  სახელოსნოები უძველეს სავაჭრო ცენტრში ,რომის ფორუმზე მდებარეობდა. ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იყო ტრაიანეს  დახურული ბაზარი რომელიც დაახლოებით ახ.წ. 110 წელს აშენდა.პირველ სართულზე ხილი და ყვავილები იყიდებოდა ,მეორე სართულზე ფართო,თაღოვან დარბაზში ზეთისა და ღვინის საწყობები იყო განლაგებული.მესამე და მეოთხე სართულის მაღაზიებში კვების პროდუქტებს ჰყიდდნენ,სამკურნალო ბალახებიდა და სანელებლების ჩათვლით.მეხუთე სართულზე საქველმოქმედო დაწესებულებები ღარიბებისთვის უფასო სადილებს მართავდნენ.ბოლო სართულზე კი თევზით სავსე ავზები იყო,რომელთა ნაწილს აკვედუკის წყლით,ნაწილს კი ზღვის წყლით ავსებდნენ.

2.

ქალები

რომაელი ქალები


რომაელ ქალებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ,ვიდრე მანამდე არსებული მრავალი ცივილიზაციის ქალებს. თუმცა რომაელებს სწამდათ რომ ქალის ადგილი შინ იყო,ქალები მაინც იღებდნენ მონაწილეობას სოციალურ ცხოვრებაში,როგორც ქმრებთან ერთად,ისე ქმრების გარეშეც. დოდგვაროვან ქალებს შრომა არ სჭირდებოდათ,მაგრამ იყვნენ ქალები რომლებიც შრომობდნენ.გლადიატორი ქალებიც კი ყოფილან,მაგრამ ისინი ძირითადად მონები ან ყოფილი მონები იყვნენ.
თავდაპირველად ქალები თავიანთი ქმრებისა თუ მამების საკუთრებად ითვლებოდნენ,მაგრამ თანდათან მათ უფლებების გარკვეული ნაწილი მოიპოვეს – საკუთარი ფულის ფლობა და კომერციული საქმიანობის წარმართვა შეძლეს.რომაელი ქალების საკუთრების უფლება უფრო ძლიერი იყო ვიდრე ინგლისელი ქალების მსგავსი უფლება ამ 150 წლის წინ. დაბალი წარმოშობის ქალების ნაწილი ქმრებთან ერთად შრომობდა.
რომაელები თავისუფლად მორგებულ ტანსაცმელს ატარებდნენ.ქალის ტანსაცმლის მთავარი დეტალი იყო გრძელი სტოლა რომელსაც წელზე ქამრით იკრავდნენ და პერანგზე ან ქვედა კაბაზე იცვამდნენ,ზოგჯერ ზემოდან მოსასხამს ატარებდნენ.ეს იყო ოთხკუთხა ნაჭერი,რომლის ერთ ბოლოს მხარზე იკრავდნენ მეორე ბოლო კი მკლავზე ჰქონდათ გადაკიდებული.რომაელთა უმეტესობა სანდლებს ატარებდა.ისინი თითქმის ისეთივე სამკაულებს ატარებდნენ რომგორსაც დღეს ვხვდებით – ძირითადად ყელსაბამებს,სამაჯურებს,ბეჭდებსა და საყურეებს.მდიდრების სამკაულის დასამზადებლად ოქრო და ძვირფასი თვლები,მათ შორის,ინდოეთიდან ჩამოტანილი მარგალიტებიც კი გამოიყენებოდა. ღარიბი ქალები მინითა და ფერადი ქვებით მორთულ სპილენძის სამკაულებს ატარებდნენ. დიდგვაროვანი ქალები თმას იზრდიდნენ და  სხვადასხვაგვარად იკრავდნენ.ვარცხნილობები ძალიან რთული იყო და ხშირად დიდ დროს ითხოვდა.ზოგჯერ ქალები ხელოვნურ თმასა და მავთულის ბადეს ხმარობდნენ.ვარცხნილობების სტილი ისევე სწრაფად იცვლებოდა როგორც ეს დღეს ხდება.დიდგვაროვანი ქალები მრავალი სახის კოსმეტიკურ საშუალობებს ხმარობდნენ,რომელიც მცენარეების,მწერების,მოლუსკებიდა და სხვა ბუნებრივი მასალისაგან მზადდებოდა.ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისათვის საშიში იყო – მაგალითად,სახის დასაფარი თეთრი ფხვნილი,რომელიც ტყვიის თეთრას შეიცავდა.
ახ.წ. მე–2 საუკუნისათვის ცოლ–ქმარის ურთიერთობა უკვე სიყვარულს ემყარებოდა და არა მორჩილებას.მამები არასასურველ შვილებს სასიკვდილოდ აღარ იმეტებდნენ და არც თავიანთი ქალიშვილებისათის არჩევდნენ საქმროებს.რომაული ქორწილი ქრისტიანული ქორწილის მსგავსი იყო,ოქროს ბეჭდებითა და მეჯვარეებით. რომაულ ქორწილზე მსხვერპლად ღორს ან ცხვარს სწირავდნენ.ვინაიდან შრომა არ სჭირდებოდათ და ბავრი მონაც ჰყავდათ,მდიდარ ქალებს თითქოს ლაღად უნდა ეცხოვრათ.სინამდვილეში,მათ ბევრი საქმე ჰქონდათ – საოჯახო საქმის გაძღოლა,ბავშვების მოვლა,ჩაცმის ურთულეს პროცესზე რომ არაფერი ვთქვათ!
ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა შვილების აღრზდა იყო.იმპერატორი აჯილდოებდა დედებს,რომლებიც ახალგაზრდობის განათლებაში დიდ როლს ასრულებდა.ვაჟებს ხშირად დედებთან უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ვიდრე მამებთან. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით დედებისა და ქალიშვილების ურთიერთობების შესახებ ალბათ იმიტომ,რომ მემატიანეებს მამაკაცები წერდნენ.
თუ ოჯახის მსახურებს ჩავთვლით რომის იმპერიაში უფრო მეტი მონა იყო,ვიდრე მოქალაქე.ქალს ჩაცმის დროს ზოგჯერ ოთხი ან ხუთი მსახური ემსახურებოდა.მონა საკუთრება იყო.შეეძლოთ ეყიდათ ან გაეყიდათ,მაგრამ ოჯახის მონებს როგორც წესი კარგად ექცეოდნენ და ხშირად თავისუფლებასაც უბოძებდნენ ხოლმე.

3.

რომაელი ბავშვები

რომაელი ბავშვები


რომაელები ბავშვებს ისე ეპყრობოდნენ,როგორც მოზრდილს,მაგრამ არასაიმედო ადამიანს.14 წლის ვაჟი ზრდასრულად ითვლებოდა და შეეძლო ექორწინა,გოგონები კი 12 წლის ასაკში თხოვდებოდნენ.ბავშვებს ისეთივე ტანსაცმელი ეცვათ,როგორიც მოზრდილებს.მდიდარ გოგონებს კი,თავიანთი დედების მსგავსად,ურთულესი ვარცხნილობები ჰქონდათ.ადრეულ რომში მამას დიქტატორის უფლებები ჰქონდა და შეეძლო სასიკვდილოდ გაეწირა ან მონად გაეყიდა საკუთარი შვილები. ახ.წ. მე–2 საუკუნისთვის ასეთი რამ უკანონოდ ითვლებოდა.ოჯახური ცხოვრება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ემყარებოდა.მდიდარ რომაელებს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ და მას სპორტსა და თამაშებს უთმობდნენ.თამაშებს შორის ყველაზე პოპულარული იყო „ქურდები“–ჭადრაკის მსგავსი მარტივი თამაში,– და „თორმეტი ხაზი“–ნარდის მსგავსი თამაში.არქეოლოგებმა სხვადასხვა სახის სათამაშო აღმოაჩინეს,მათ შორის მარმარილოს ბურთულები,ხისა და ნაჭრის თოჯინები,ცხოველების ქვის ფიგურები თოჯინების სახლები,სარწეველა ცხენები და ბორბლიანი სათამაშოები.ბიჭუნებს სათამაშო ეტლებით რბოდა უყვარდათ.
მდიდარი ოჯახების ვაჟები,ზოგჯერ კი გოგონებიც ,შვიდი წლის ასაკში სკოლაში მიდიოდნენ.მოზარდთა მცირე ნაწილი სწავლას აგრძელებდა,რაც,ძირითადად ლიტერატურის შესწავლით შემოიფარგლებოდა.ამის შემდეგ ბიჭები რიტორიკის სკოლასაც ამთავრებდნენ,სადაც ხალხის წინაშე სიტყვის წარმოთქმას სწავლობდნენ.სკოლის დამთავრების შემდეგ გამორჩეული მოსწავლეები საბერძნეთში აგრძელებდნენ სწავლას.მას ვინც სრულ განათლებას იღებდა,ორ ენაზე – ლათინურსა და ბერძნულზე –  წერა და კითხვა შეეძლო.წიგნებს გრაგნილების სახე ჰქონდა და დიდი იშვიათობა იყო,ვინაიდან ხელით იწერებოდა.ქაღალდიც ძალიან ძვირად ფასობდა,ვინაიდან მას ეგვიპტიდან ჩამოტანილი პაპირუსისგან ან ახალშობილი ციკნის ტყავისგან ამზადებდნენ.
თითქმის ყველა რომაელის სახლს ძაღლები იცავდნენ.აღმოჩენილია ძაღლების ყელსაბამები,რომლებზეც მათი პატრონების სახელები და მისამართებია აღბეჭდილი.მდიდარი ოჯახების ბავშვებს ბევრი შინაური ცხოველი ჰყავდათ.
ზოგიერთი მონათმფლობელი მონის შვილს სათანადო განათლებას აძლევდა,მაგრამ მონების უმრავლესობა მაინც ფიზიკურად შრომობდა.მათ ყოველთვის არ შეეძლოთ ოჯახის შექმნა,ვინაიდან ამ საკითხს მათი მფლობელი წყვეტდა,თუმცა მრავალ რომაულ მოთხრობაში ვხვდებით პერსონაჟს, რომელსაც „ჭკვიან მონას“ უწოდებენ. ყელსაბამის ფორმის თილისმას მდიდარი ოჯახის გოგონები და ვაჟები ატარებდნენ,რათა ბოროტი სულები განედევნათ.ღარიბ ბავშვებს კი ტყავის თილისმები ჰქონდათ.

4.