რომაელი ბავშვები
რომაელები ბავშვებს
ისე ეპყრობოდნენ,როგორც მოზრდილს,მაგრამ არასაიმედო ადამიანს.14 წლის ვაჟი
ზრდასრულად ითვლებოდა და შეეძლო ექორწინა,გოგონები კი 12 წლის ასაკში
თხოვდებოდნენ.ბავშვებს ისეთივე ტანსაცმელი ეცვათ,როგორიც მოზრდილებს.მდიდარ
გოგონებს კი,თავიანთი დედების მსგავსად,ურთულესი ვარცხნილობები ჰქონდათ.ადრეულ
რომში მამას დიქტატორის უფლებები ჰქონდა და შეეძლო სასიკვდილოდ გაეწირა ან მონად
გაეყიდა საკუთარი შვილები. ახ.წ. მე–2 საუკუნისთვის ასეთი რამ უკანონოდ
ითვლებოდა.ოჯახური ცხოვრება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ემყარებოდა.მდიდარ
რომაელებს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ და მას სპორტსა და თამაშებს უთმობდნენ.თამაშებს
შორის ყველაზე პოპულარული იყო „ქურდები“–ჭადრაკის მსგავსი მარტივი თამაში,– და
„თორმეტი ხაზი“–ნარდის მსგავსი თამაში.არქეოლოგებმა სხვადასხვა სახის სათამაშო
აღმოაჩინეს,მათ შორის მარმარილოს ბურთულები,ხისა და ნაჭრის თოჯინები,ცხოველების
ქვის ფიგურები თოჯინების სახლები,სარწეველა ცხენები და ბორბლიანი
სათამაშოები.ბიჭუნებს სათამაშო ეტლებით რბოდა უყვარდათ.
მდიდარი ოჯახების
ვაჟები,ზოგჯერ კი გოგონებიც ,შვიდი წლის ასაკში სკოლაში მიდიოდნენ.მოზარდთა მცირე
ნაწილი სწავლას აგრძელებდა,რაც,ძირითადად ლიტერატურის შესწავლით
შემოიფარგლებოდა.ამის შემდეგ ბიჭები რიტორიკის სკოლასაც ამთავრებდნენ,სადაც ხალხის
წინაშე სიტყვის წარმოთქმას სწავლობდნენ.სკოლის დამთავრების შემდეგ გამორჩეული
მოსწავლეები საბერძნეთში აგრძელებდნენ სწავლას.მას ვინც სრულ განათლებას იღებდა,ორ
ენაზე – ლათინურსა და ბერძნულზე – წერა და
კითხვა შეეძლო.წიგნებს გრაგნილების სახე ჰქონდა და დიდი იშვიათობა იყო,ვინაიდან
ხელით იწერებოდა.ქაღალდიც ძალიან ძვირად ფასობდა,ვინაიდან მას ეგვიპტიდან
ჩამოტანილი პაპირუსისგან ან ახალშობილი ციკნის ტყავისგან ამზადებდნენ.
თითქმის ყველა
რომაელის სახლს ძაღლები იცავდნენ.აღმოჩენილია ძაღლების ყელსაბამები,რომლებზეც მათი
პატრონების სახელები და მისამართებია აღბეჭდილი.მდიდარი ოჯახების ბავშვებს ბევრი
შინაური ცხოველი ჰყავდათ.
ზოგიერთი
მონათმფლობელი მონის შვილს სათანადო განათლებას აძლევდა,მაგრამ მონების
უმრავლესობა მაინც ფიზიკურად შრომობდა.მათ ყოველთვის არ შეეძლოთ ოჯახის
შექმნა,ვინაიდან ამ საკითხს მათი მფლობელი წყვეტდა,თუმცა მრავალ რომაულ მოთხრობაში
ვხვდებით პერსონაჟს, რომელსაც „ჭკვიან მონას“ უწოდებენ. ყელსაბამის ფორმის
თილისმას მდიდარი ოჯახის გოგონები და ვაჟები ატარებდნენ,რათა ბოროტი სულები
განედევნათ.ღარიბ ბავშვებს კი ტყავის თილისმები ჰქონდათ.
4.
Nessun commento:
Posta un commento