შესავალი
ძვ.წ. 700 წელს რომი ერთი პატარა სოფელი იყო,მაგრამ
მოგვიანებით უზარმაზარი იმპერიის ცენტრად იქცა. დაახლიებით ძვ.წ. 500 წელს რომაელებმა ეტრუსკების მმართველობა დაამხეს და
რესპუბლიკა დააარსეს. ძვ.წ. 300 წლისთვის რომის იმპერია მთელ იტალიას აკონტროლებდა,ხოლო ძვ.წ. 200 წელს
რომაელებმა ხმელთაშუა ზღვაში თავიანთი
უპირველესი მეტოქე კართაგენი დაამარცხეს.იმ დროს,როდესაც რესპუბლიკა ახალ მიწებს
იპყრობდა,ქვეყნის შიგნით რთული მდგომარეობა იყო,რაც სამოქალაქო ომით,დიქტატორული
მმართველობითა და სარდლებს შორის გაუთავებელი შუღლით იყო გამოწვეული. ძვ.წ. 46
წელს ძალაუფლებას იულიუს კეისარი დაეუფლა,მაგრამ რომაელებმა რომლებიც შიშობდნენ,რომ ის თავს მონარქად
გამოაცხადებდა,იულიუსი მუხანათურად მოკლეს.თუმცა მონარქია გარდაუვალი იყო და
იულიუსის მემკვიდრე ავგუსტუსი რომის
პირველი იმპერატორი გახდა. ახ.წ. 1–ლი საუკუნიდან მე–3 საუკუნემდე იმპერიაში,რომელიც
117 წლისთვის შოტლანდიიდან სირიამდე იყო გადაშლილი და ჩრდილოეთ აფრიკასაც
მოიცავდა, „ რომაულმა მშვიდობამ“ და საყოველთაო კეთილდღეობამ დაისადგურა.მაგრამ
დაახლოებით 150 წლიდან მოყოლებული,იმპერიას მეზობელთა შემოტევებისაგან თავის დაცვა
უწევდა. მე–3 საუკუნიდან რომის იმპერიამ დასუსტება დაიწყო,რაც მისი დაცემით
დასრულდა 476 წელს.იმპერიის დაცემიდან თითქმის 1000 წლის შემდეგაც რომაული ცივილიზაცია
ევროპელებისთვის მისაბაძად რჩებოდა ,რომაელთა ენა,ლათინური, მე–16 საუკუნემდე
ფართოდ იყო გავრცელებული განათლებულ ევროპელებს შორის. რომაული კანონები დღესაც
თანამედროვე კანონის საფუძველია.რომის იმპერია მრავალეროვნული იყო – სხვადასხვა
რელიგიური მრწამსისა და ენის მქონე ადამიანებს აერთიანებდა. 1806 წლამდე ერთ–ერთი
მოწინავე სახელმწიფოს მმართველი „საღვრთო (იგულისხმება ქრისტიანული) რომის
იმპერატორის“ ტიტულს ატარებდა.დღეს იმასაც კი ამბობენ,რომ ევროკავშირი იმ
ერთიანობის აღდგენის კიდევ ერთი
მცდელობაა, რომელსაც პირველებმა რომაელებმა მიაღწიეს.
1.
Nessun commento:
Posta un commento