domenica 23 dicembre 2012

მეომრები

მეომრები


რომის იმპერია არმიას ემყარებოდა. ეს მსოფლიო ისტორიაში პირველად ჭეშმარიტად პროფესიული არმია იყო რომელიც მოხალისე ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ლეგიონელები ( ლეგიონში 5000–მდე ჯარისკაცი შედიოდა)არმიაში 20 წლის განმავლობაში მსახურობდნენ. ბრძოლაში მონაწილეობის გარდა ლეგიონელების ძირითადი ვალდებულება იმპერიის საზღვრების დაცვა იყო. მრავალ ლეგიონელს იტალია ერთხელაც არ ენახა. ამის გამო ჯარისკაცები თავიანთ სარდლების მიმართ მეტ ერთგულებას ამჟღავნებდნენ ვიდრე სადღაც შორს მყოფი იმპერატორის მიმართ. იმპერატორმა ადრიანემ (117 –138 ) დაგაწყვიტა რომ იმპერიის დასაცავად საზღვრების დაცვა იყო საჭირო. ამ მიზნით ააგო კედელი ჩრდილოეთ ბრიტანეთში, რომელიც ქვეყანას განივად კვეთდა თანამედროვე შოტლანდიიდან სამხრეთით. კედლის ყველა მილზე ციხესიმაგრე, ხოლო ყოველ 2 ციხესიმაგრეს შორის 2 საგუშაგო კოშკი იყო. ყველგან სადაც კი ლეგიონელები აღწევდნენ ისინი სტანდარტულ ოთხკუთხედის ფორმის ციხესიმაგრეებს აგებდნენ. ციხესიმაგრეს გარსს ხის გალავანი ერტყა, რომლის თითოეულ კუთხეში კოშკი იდგა. ამას გარდა კიდე 2–2 კოშკი 4 კარიბჭეს იცავდა. ძირითადი შენობები იყო ყაზარმები, სადაც ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, ოფიცერთა სახლები და გენერლის სახლი, რომელიც ციხესიმაგრის ცენტრში იდგა. ამის გარდა, ციხესიმაგრეში იყო შტაბი, საჯინიბოები, სახელოსნოები, აბანო, ჰოსპიტალი და ციხე.
ახ.წ. 1–ელ –მე–2  საუკუნეების რომაული ჯარისკაცი  ლითონის მუზარადსა და აბჯარს ატარებდა. ამის გარდა ჰქონდა ფარი, რომელიც ყელიდან მუხლებამდე იცავდა. ლითონის ფილები ერთმანეთთან ტყავის თასმებით იყო მიბმული, რაც ხელებისა და მხრების შეუზღუდავი მოძრაობის საშუალებას იძლეოდა. უფრო ადრე ჯარისკაცები ჯაჭვის პერანგებს ატარებდნენ. არმიის დამატებით ნაწილებს განსხვავებული სახის აბჯარი ჰქონდათ. თითოეულ ლეგიონელს საკუთარი კვართი ჰქონდა, რომელსაც შტანდარტს უწოდებდნენ. შტანდარტის დაკარგვა სირცხვილად ითვლებოდა.ხელჩართულ ბრძლაში რომაელი ქვეითი ჯარისკაცის ძირითადი იარაღი მოკლე ხანჯალი იყო. ამის გარდა ჯარისკაცს შუბი ჰქონდა.
რომაულ არმიაში იყო ელიტარული ნაწილი, რომელიც თავდაპირველად იმპერატორს იცავდა. ამ ნაწილის ჯარისკაცებს სხვებზე 3– ჯერ მეტს უხდიდნენ. მათი ქვედანაყოფი იმპერიის შორეულ მიწებზე იყვნენ განთავსებულნი და აჯანყების შემთხვევაში  სწრაფი რეაგირება შეეძლოთ.
ძვ.წ. 264 წელს რომის რესპუბლიკამ თავისი უახლოესი მეზობელი დაიმორჩილა და სიცილიის დაპყრობაც გადაწყვიტა.ამასვე ცდილობდა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე კართაგენიც. სამი ომი რომელშიც რომი და კართაგენი ერთმანეთს ებრძოდნენ და რომლებიც ძვ.წ. 264– დან ძვ.წ. 146–წლამდე გრძელდებოდა,პუნიკური ომების სახელითაა ცნობილი.ეს ომები კართაგენის სრული განადგურებით დასრულდა. მეორე პუნიკური ომის დროს ძვ.წ. 218– 201 წწ კართაგენის დიდი სარდალი ჰანიბალი იტალიაში ესპანეთიდან შეიჭრა.მან ზამთარში ალპები დაგალახა და მოულოდნელად დაატყდა თავს რომაელებს. ჰანიბალი იტალიაში 13 წლის განმავლობაში იბრძოდა.რომაელები მას ვერ ამარცხებდნენ, ჰანიბალი კი თავის მხრივ რომის აღებას ვერ ახერხებდა.საბოლოოდ კი თავის მხრივ რომაელებმა თავიანთი არმია აფრიკაში გაგზავნეს. ჰანიბალი კართაგების დასაცავად გაბრუნდა და დამარცხდა.
ჰანიბალმა ალპების გადალახვა სპილოებით დაიწყო,ბოლოს მხოლოდ ერთი სპილო შემორჩა რომლითაც სარდალი იტალიაში გადაადგილდებოდა. ახ.წ. 43 წელს ბრიტანეტის დაპყრობისას სპილოები რომაელებმაც გამოიყვანეს. სპილო მეტ შიშის ზარს სცემდა, მაგრამ გამოცდილი ჯარის წინაღმდეგ ბრძოლაში ამას დიდი სარგებელი არ მოჰქონდა.რამოდენიმე ისრის ან შუბის მოხვედრის შემდეგ დამფრთხალი სპილო თავისიანებს უფრო მეთ ზარალს აყევებდა ვიდრე მტერს.
ქალაქის ალყის დროს ბრძოლა ხშირად არც კი იყო აუცილებელი.მოალყეები ქალაქის გარშემო ბანაკს შლიდნენ და შიმშილისგან და სნეულებისგან დასუსტებული ქალაქელების დანებებას ელოდებოდნენ.
10.

Nessun commento:

Posta un commento