ვაჭრობა
რესპუბლიკის პირევლს წლებში რომაელებს საკუთარი
ნაწარმი ქალაქიდან გადაყიდათ გაჰქონდათ, მახლობელ სოფლებში კი მიწათმოქმედებას
მისდევდნენ. ძვ.წ. მე– 2 საუკუნისათვის რომში თითქმის მთელი პროდუქცია იმპერიის
სხვადასხვა კუთხიდან ან უცხოეთიდან იყო ჩამოტანილი.ერთი მილიონი ადამიანისთვის
საჭირო საქონლის უზრუნველსაყოფად ყველა სახის პროდუქტის შემოტანა იყო საჭირო.
ხმელეთზე საქონლის ტრანსპორტირება ნელი და ძვირი იყო, ამიტომ საქონელი ზღვით და
მდინარე ტიბრით მოჰქონდათ. თუმცა რომაული ბანკები თანამედროვე ბანკებისგან
განსხვავდებოდა, მათი მომსახურება მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. რომაელს აქ
ფულის სესხება შეეძლო, თუმცა მხოლოდ მოკლე ვადით და დიდი პროცენტით. შეეძლოთ სხვა
ქვეყნის ფული რომაულ ფულზე გადაეცვალათ და კრედიტით ესარგებლათ. ვაჭრები
ბანკისაგან სესხს იღებდნენ რათა ტვირთი ეყიდათ.სესხის დიდი პროცენტი გამსესხებელს
გემის ჩაძირვის შემთხვევაში ზარალს უნაზღაურებდა.
ოქროსა და ვერცხლს უბრალო სასწორით წონიდნენ. უფრო
მძიმე საგნების ასაწონად სპეციალურ სასწორებს, ბეზმენებს იყენებდნენ.ასაწონ საგანს
ლითონის ძელზე ჰკიდებდნენ, რომელზედაც სკალა იყო ამოჭრილი. სასწორი ძელაკის
გასწვრივ მანამ მოძრაობდა სანამ ძელაკი ჰორიზონტალურ მდგომარეობას არ მიიღებდა.
სკალა საგნის წონას უჩვენებდა.სტანდარტული რომაული მონეტა იყო ვერცხლის
დინარი.არსებობდა 25– დონარიანი ოქროს მონეტები და ნაკლები ღირებულების ბრინჯაოს
ან სპილენძის მონეტები.რომაული მონეტები ხმელთაშუა ზღვის მთელ აუზში მოქმედებდა,
მაგრამ სხვადასხვა პროვინციას საკუთარი ფულიც ჰქონდა, რაც ფულის გადამცვლელებს
საკმაო მოგებას აძლევდა.
სავაჭრო გემები სხვადასხვა სახის იყო – მომცრო
სანაპირო გემებით დაწყებული დიდი ხომალდებით დამთავრებული, რომელთაც 250 ტონაზე
მეტი ტვირთის გადატანაც შეეძლოთ. ვაჭრებს სადაც შესაძლებელი იყო გემები ნაპირთან
ახლოს მოჰყავდათ და ღამის გათევას ნავსადგურში ამჯობინებდნენ. ხშირი იყო გემების
ჩაძირვა ( მყვინთავებმა უკანასკნელ წლებში 1000– ზე მეტი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს
) და მეკობრეთა თავდასხმები.
ჩინეთიდან რომაელებს აბრეშუმი და ფაიფურის ჭურჭელი
ჩამოჰქონდათ. რომამდე საქონელი მრავალი შუამავლის გავლის შემდეგ აღწევდა.
რომის იმპერიაში მხოლოდ ძალიან მდიდარ მოქალაქეებს
შეეძლოთ ჩინური აბრეშუმის, ინდური სამკაულების, იშვიათი სუნამოების, ვერცხლის
ჭურჭლის, მინის ულამაზესი ნაკეთობებისა და ეგზოტიკური საკვების ყიდვა. იულიუს
კეისარმა მეწამური ფერის ტანსაცმელი აკრძალა, ვინაიდან ტვიროსიდან ჩამოტანილი
მეწამური საღებავი წარმოუდგენლად ძვირი იყო. მას მოლუსკებისგან ამზადებდნენ.
ზოგიერთ ვაჭარს რომში „ თამაშებისთვის“ გარეული
ცხოველები ჩამოჰყავდა. ახ.წ. 107 წელს იმპერატორ ტრაიანეს სამხედრო გამარჯვების
აღსანიშნავად გამართული თამაშების დროს რამდენიმე დღეში 11000 ცხოველი მოკლეს.
ლომები, ვეფხვები, მარტორქები, აქლემები, ნიანგები, დათვები მგლები და ზოგჯერ
სპილოები გემებით მოჰყავდათ, სადაც მათ კოლიზეუმში მოსული ხალხის გასართობად
ხოცავდნენ.
9.
Nessun commento:
Posta un commento