რომაული სამზარეულო
რომაელებს ჩვენზე ნაკლები კერძები ჰქონდათ.არ იცნობდნენ
მაგალითად კარტოფილსა და პომიდორს,მაგრამ მათი საჭმელი მაინც მრავალფეროვანი
იყო.მათ ისეთი კერძები ჰქონდათ რომელიც ჩვენ არ გვაქვს,მაგალითად შამფურზე
შემწვარი თაგვი.რომაელთა საჭმელი ალბათ ჩვენზე ჯანმრთელიც იყო, რადგან არ
იყენებდნენ ქიმიკატებსა და ქიმიურ დანამატებს..რომაელები, ვისაც ამის საშუალება
ჰქონდა,ბევრს ჭამდნენ.სიფლებში თითქმის მარტო საკუთარი წარმოების პროდუქტი
ჰქონდათ, ხალხმრავალ რომში კი ის ვაჭრებს ჩამოჰქონდათ.ამ გზით ისინი დიდძალ
სიმდიდრეს იხვეჭდნენ. იმპერატორის ბრძანებით ღარიბებს პური უფასოდ ურიგდებოდათ.იმ
დროს ვაჭრობაში უფრო ნაკლები შუამავალი იყო ვიდრე დღესაა. თევზის გამყიდველები
თევზს თვითონს იჭერდნენ.
ბევრ სახლში სამზარეულო არ იყო, ამიტომ რომაელები
მზა საჭმელებს ყიდულობდნენ.დიდ სახლებსა და სოფლის ვილებში საჭმელს მონები
ამზადებდნენ. რომის იმპერიაში მრავალი მონა მზარეული შეფმზარეულის თანაშემწე იყო.
იყვნენ აგრეთვე მერიქიფე მონები და სხვა.
ახალდაკრეფილ ხილსა და ბისტნეულს კალათებში
ინახავდნენ. სხვა პროდუქტები ღვინისა და ზეთის ჩათვლით თიხის ქოთნებში ანუ
ამფორებში ჰქონდათ
მდიდართა წვეულებები ,რომლებიც ნაშუადღევს
იწყებოდა, ზოგჯერ რამოდენიმე საათი გრძელდებოდა.რომაელები ტახტზე წამოწოლილები
ჭამდნენ, რაც სასადილო ოთახში ბევრი სტუმრის დატევას ართულებდა.მონები კერძებს
ამზადებდნენ და სტუმრებთან გაჰქონდათ. სადილი ხშირად კვერცხით იწყებოდა და ხილით
მთავრდებოდა. სხვადასხვა კერძი, მაგალითად ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა ჭურჭლით
შეჰქონდათ.
მინის ჭურჭელი ადვილად იმსხვრეოდა ამიტომ მას თიხის
ჭურჭელს ამჯობინებდნენ.მინის ჭურჭელს უფრო მაგიდაზე სასმლის მისატანად ხმარობდნენ.
სამზარეულოში სხვადასხვა სახის დანებს იყენებდნენ.
დიდი დანებით ხორცს ჭრიდნენ. ჰქონდათ ასევე ხის ციცხვები და ლითონის კოვზები.
რომაელები ხელით ჭამდნენ, მათ ჩანგლები არ ჰქონდათ. საჭმელს ხის ან ქვამახშირის
ნაკვერჩხალზე ამზადებდნენ.
ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა პურს საცხობებში
ყიდულობდა, მაგრამ იმ სახლებში, რომელსაც სამზარეულო ჰქონდა , ღუმელიც
იყო.გრძელსახელურიან საცხობებს პატარა პურების გამოსაცხობად იყენებდნენ.
რომაელებს მრავალი სახეობის ბოსტნეული, მაგალითად
სატაცური, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ხახვი, სალათი, გოგრა, მუხუდო და ცერცვი
მოჰყავდათ. ისინი 100–მდე დასახელების მცენარესა და სანელებელს იყენებდნენ,
რომელთა ნაწილი თვითონ მოჰყავდათ, ნაწილს კი მინდორსა და ტყეში აგროვებდნენ.
რომაულ სამზარეულოში, ისევე როგორც ყველგან
მაცივრის გამოგონებამდე სურსათის გაუფუჭებლად შენახვა თითქმის შეუძლებელი იყო. ზოგ
სახლს გრილი სარდაფები ჰქონდა. ხმელთაშუა ზღვა რომაელებს თევზით ამარაგებდა,
მაგრამ თევზი ძალიან მალე ფუჭდებოდა რის გამოც ძალიან ძვირი იყო. თევზის ცხალე
საწებლის , გარაუმის პოპულარობის ერთ–ერთი შესაძლო მიზეზი ის იყო, რომ რომ ის
ვადაგასულ და ნაწილობრივ გაფუჭებულ საკვებს გემოს უკარგავდა.
8.
Nessun commento:
Posta un commento