domenica 23 dicembre 2012

რელიგია

რელიგია




რომაელთა მთავარი ღმერთი იყო იუპიტერი,რომელიც ღმერთებისა და ქალღმერთების დასს მეთაურობდა.თანდათან რომაელთა და ბერძენთა ღმერთების იდენტიფიკაცია მოხდა – რომლების იუპიტერი ბერძნების ზევს დაემსგავსა.მისი ცოლი იუნონა – ზევსის ცოლს ჰერას და ა.შ. დროთა განმავლობაში რომაელებმა სხვა ერების ღმერთები და კერპებიც აღიარეს.რომაული რელიგია მჭიდროთ იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან.
რომის პირველ იმპერატორ ავგუსტუსს რელიგიის პოლიტიკური მნიშვნელობა კარგად ესმოდა.მან ხელი შეუწყო იმ ახრის გაჩენას, რომ იმპერატორი ღმერთი იყო.ამის შემდეგ ნაკლებად იყო მოსალოდნელი,რომ უკმაყოფილო ხალხი თვით ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებულიყო.იმპერატორის ტაყვანისცემა ნამდვილ რელიგიად არ ჩამოყალიბებულა,მაგრამ იმპერიის ზოგიერთ ნაწილში ძლიერ კულტად იქცა.
ოჯახებს საკუთარი ღმერთები – პენატები და მანები ( წინაპართა სულები ) ჰყავდათ.თითქმის ყველა ოჯახს ეზოში ანუ ატრიუმში სალოცავი ჰქონდა მოწყობილი.იყვნენ სხვა წვრილი ღმერთებიც ანუ სულები,მაგალითად ლარები.მათ სალოცავებს ხშირად შევხვდებოდით გზაჯვარედინებზე.
მითრიაზმი რომელიც რომში ირანიდან შემოვიდა მალე გავრცელდა ჯარისკაცებს შორის.მითრა ნაწილობრივ მზე–ღმერთი იყო, ნაწილობრივ – გმირი. მას თაყვანს ბნელ საკნებდა და გამოქვაბულებში სცემდნენ,რომლებიც დიდად განსხვავდებოდა რომაული ღმერთების ტაძრებისაგან.მითრიაზმი ქალებს არ აღიარებდა ამიტომ ქრისტიანობა მალე მასზე პოპულარული გახდა.მითრას კულტის მიმდევრებს სწამდათ რომ სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა ხარის სისხლიდან. იგი გმირმა ღმერთმა მოკლა,შემდეგ კი ზეცაში ავიდა.
რომის იმპერიაში არსებული ყველაზე სიცოცხლისუნარიანი რელიგიები უცხოეთიდან შემოტანილი ( იდუმალი კულტები ) იყო. რომაელი მმართველები ამ კულტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ.მათი აზრით ეს კულტები მორღალატეთა თავშესაფარი იყო , მაგრამ, როგორც წესი, მათ არ კრძალავდნენ. „დიდი დედის“ , კიბელეს კულტი ანატოლიაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) გაჩნდა და რომაელ ქალებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ქრისტიანობის გაჩენა თითქმის დაემთხვა რომში საინპერატორო ხელისუფლების შემოღებას. ქრისტიანები რომაელთა ღმერთების თაყვანისცემაზე უარს აცხადებდნენ, რაც ერთგვარი ღალატი იყო. მათ  სდევნიდნენ და ხოცავდნენ, განსაკუთრებით , მე– 3 საუკუნეში. მაგრამ ქრისტეს სწავლებას სულ უფრო მეტი რომაელი ეზიარებოდა. 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ (306– 337) მას არსებობის ოფიციალური უფლება მისცა, ხოლო იმპერატორმა თეოდოსიუსმა (379–395) ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წლის შემდეგ როდესაც მილანის ედიქტით ქრისტიანობა სხვა რელიგიებს გაუთანასწორდა, ქრისტიანებს შეეძლოთ საკუთარი ეკლესიების აგება. ქრისტიანული ეკლესია ბაზილიკად წოდებულ რომაულ შენობას ქვია.

6.

Nessun commento:

Posta un commento