domenica 23 dicembre 2012
იტალიის რუკა
View იტალია in a larger map
სარჩევი
სარჩევი
შესავალი
..........................................................................1
ქალაქი რომი
....................................................................2
ქალები
.............................................................................3
ბავშვები
...........................................................................4
მშენებლობა და ტექნოლოგია
...........................................5
რელიგია
...........................................................................6
მიწათმოქმედება
...............................................................7
რომაული სამზარეულო
....................................................8
ვაჭრობა
............................................................................9
მეომრები .........................................................................10
დასკვნა
............................................................................11
გამოყენებული ლიტერატურა….........................................12
შესავალი
შესავალი
ძვ.წ. 700 წელს რომი ერთი პატარა სოფელი იყო,მაგრამ
მოგვიანებით უზარმაზარი იმპერიის ცენტრად იქცა. დაახლიებით ძვ.წ. 500 წელს რომაელებმა ეტრუსკების მმართველობა დაამხეს და
რესპუბლიკა დააარსეს. ძვ.წ. 300 წლისთვის რომის იმპერია მთელ იტალიას აკონტროლებდა,ხოლო ძვ.წ. 200 წელს
რომაელებმა ხმელთაშუა ზღვაში თავიანთი
უპირველესი მეტოქე კართაგენი დაამარცხეს.იმ დროს,როდესაც რესპუბლიკა ახალ მიწებს
იპყრობდა,ქვეყნის შიგნით რთული მდგომარეობა იყო,რაც სამოქალაქო ომით,დიქტატორული
მმართველობითა და სარდლებს შორის გაუთავებელი შუღლით იყო გამოწვეული. ძვ.წ. 46
წელს ძალაუფლებას იულიუს კეისარი დაეუფლა,მაგრამ რომაელებმა რომლებიც შიშობდნენ,რომ ის თავს მონარქად
გამოაცხადებდა,იულიუსი მუხანათურად მოკლეს.თუმცა მონარქია გარდაუვალი იყო და
იულიუსის მემკვიდრე ავგუსტუსი რომის
პირველი იმპერატორი გახდა. ახ.წ. 1–ლი საუკუნიდან მე–3 საუკუნემდე იმპერიაში,რომელიც
117 წლისთვის შოტლანდიიდან სირიამდე იყო გადაშლილი და ჩრდილოეთ აფრიკასაც
მოიცავდა, „ რომაულმა მშვიდობამ“ და საყოველთაო კეთილდღეობამ დაისადგურა.მაგრამ
დაახლოებით 150 წლიდან მოყოლებული,იმპერიას მეზობელთა შემოტევებისაგან თავის დაცვა
უწევდა. მე–3 საუკუნიდან რომის იმპერიამ დასუსტება დაიწყო,რაც მისი დაცემით
დასრულდა 476 წელს.იმპერიის დაცემიდან თითქმის 1000 წლის შემდეგაც რომაული ცივილიზაცია
ევროპელებისთვის მისაბაძად რჩებოდა ,რომაელთა ენა,ლათინური, მე–16 საუკუნემდე
ფართოდ იყო გავრცელებული განათლებულ ევროპელებს შორის. რომაული კანონები დღესაც
თანამედროვე კანონის საფუძველია.რომის იმპერია მრავალეროვნული იყო – სხვადასხვა
რელიგიური მრწამსისა და ენის მქონე ადამიანებს აერთიანებდა. 1806 წლამდე ერთ–ერთი
მოწინავე სახელმწიფოს მმართველი „საღვრთო (იგულისხმება ქრისტიანული) რომის
იმპერატორის“ ტიტულს ატარებდა.დღეს იმასაც კი ამბობენ,რომ ევროკავშირი იმ
ერთიანობის აღდგენის კიდევ ერთი
მცდელობაა, რომელსაც პირველებმა რომაელებმა მიაღწიეს.
1.
ქალაქი რომი
ქალაქი რომი
რომი ანუ როგორც მას
უწოდებენ, „მარადიული ქალაქი“,ევროპის ისტორიული მოვლენების ცენტრში იყო 2000 წლის
განმავლობაში.თავდაპირველად 7 ბორცვზე მდებარე სოფლების ჯგუფი ძვ.წ. 509 წელს
რესპუბლიკად იქცა.რესპუბლიკის ტერიტორიის ზრდასთან ერთად ქალაქიც ყვაოდა და იზრდებოდა.
ძვ.წ. 1–ელ საუკუნეში,ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შემდეგ, რესპუბლიკა
იმპერატორების მმართველობამ შეცვალა.პირველი იმპერატორის,ავგუსტუსისა და მისი
მემკვიდრეების მმართველობისას რომი ევროპის უდიდეს და ულამაზეს ქალაქად
იქცა.იმპერიის მრავალი ქალაქი რომის მცირე მოდელი იყო.
რომის ფორუმი– ფორუმი რომის მთავარი სახალხო მოედანი
იყო.თავდაპირველად იგი ქალაქის რელიგიურ,სავაჭრო,საქმიან,პოლიტიკურ და გართობის
ცენტრს წარმოადგენდა.თავდაპირველად ის გრანდიოზულ ადგილად იქცა – მაღაზიები
გაქრა,მათი ადგილი კი მონუმენტურმა შენობებმა დაიკავა.
პოლიცია და სახანძრო სამსახური – აჯანყებებისა და არეულობების ჩასაცხრობად
ავგუსტუსმა სპეციალური გასამხედროებული შენაერთები შექმნა.ხალხმრავალ ქალაქს
გამუდმებით ხანძარი ემუქრებოდა,ამიტომ ავგუსტუსმა სახანძრო რაზმებიც დაარსა,
მაგრამ ისინიც ვერ გაუმკლავდნენ ახ.წ. 64 წელს გაჩენილ ხანძარს ,რომელიც
ქალაქს ექვსი დღის მანძილზე ანადგურებდა.
რესპუბლიკა და იმპერია – რომის რესპუბლიკაში ნამდვილი დემოკრატია არ იყო,ვინაიდან
ძალაუფლებას პატრიციები ფლობდნენ.რომაელები სამეფო მმართველობის წიინააგმდეგნი
იყვნენ ,ამიტომ ავგუსტუსმა თავს არა „მეფე“,არამედ „პირველი მოქალაქე“ უწოდა.ამასთან შეინარჩუნა
რესპუბლიკური ხელისუფლების ინსტიტუტები და მოხელეები,თუმცა ამ უკანასკნელთ დიდი ძალაუფლება აღარ ჰქონდათ.ხალხის წინაშე
სიტყვით გამოსვლას რომში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,ამიტომ ადვიკატები და
პოლიტიკოსები ბრწყინვალე ორატორები იყვნენ.
სენატი – პატრიციები დიდგვაროვანთა ოჯახების
წარმომადგენლები იყვნენ სენატში–რესპუბლიკის უზენაეს ხელისუფლებაში .სენატის მიერ
არჩეული ორი კონსული,რომლებიც მთავრობას ხელმძღვანელობდნენ,ასევე პატრიციები
იყვნენ. ძვ.წ. 366 წელს კი კონსულად გახდომის უფლება პლებეებსაც მიენიჭათ.იმპერატორის
მმართველობისას სენატი იძულებული გახდა
ძალაუფლების უდიდესი ნაწილი დაეთმო.
პლებეები – უბრალო რომაელებს პლებეებს უწოდებდნენ.რესპუბლიკის
დროს პლებეები მდიდარი მიწათმფლობელების,პატრიციების წინააღმდეგ იბრძოდნენ,რათა
უფრო დიდი უფლებები მოეპოვებინათ.მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს,რის შედეგადაც
საკუთარი საკრებულოსა და მოხელეების არჩევის უფლება მოიპოვეს.პლებეები უფლებრივად
გაუთანაბრდნენ პატრიციებს.
კანონი და სამართალი – კანონზე მაღლა თვით იმპერატორიც კი არ
იდგა.სასამართლოები მკაცრად იცავდნენ მოქალაქეთა უფლებებს.ქრისტეს მოციქული პავლე
რომაელთათვის სამარცხვინო სასჯელს,ჯვარცმას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა,რომ რომის
მოქალაქე იყო.რომის სასამართლოებში,თანამედროვე სასამართლოების
მსგავსად,გადაწყვეტილება იურისტების მიერ წარმოდგენილი არგუუმენტების საპუზველზე
მიიღებოდა.
მაღაზიები და დუქნები – რომის ზრდასთან ერთად
იზრდებოდა მაღაზიებისა და ბაზრების რაოდენობაც.მაღაზიები მთავარ ქუჩებზე იყო
განლაგებული,ხოლო მაღალკვალიფიციური ხელოსნების,მაგალითად,ოქრომჭედლების სახელოსნოები უძველეს სავაჭრო ცენტრში ,რომის
ფორუმზე მდებარეობდა. ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იყო ტრაიანეს დახურული ბაზარი რომელიც დაახლოებით ახ.წ. 110
წელს აშენდა.პირველ სართულზე ხილი და ყვავილები იყიდებოდა ,მეორე სართულზე
ფართო,თაღოვან დარბაზში ზეთისა და ღვინის საწყობები იყო განლაგებული.მესამე და
მეოთხე სართულის მაღაზიებში კვების პროდუქტებს ჰყიდდნენ,სამკურნალო ბალახებიდა და
სანელებლების ჩათვლით.მეხუთე სართულზე საქველმოქმედო დაწესებულებები ღარიბებისთვის
უფასო სადილებს მართავდნენ.ბოლო სართულზე კი თევზით სავსე ავზები იყო,რომელთა
ნაწილს აკვედუკის წყლით,ნაწილს კი ზღვის წყლით ავსებდნენ.
2.
ქალები
რომაელი ქალები
რომაელ ქალებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ,ვიდრე
მანამდე არსებული მრავალი ცივილიზაციის ქალებს. თუმცა რომაელებს სწამდათ რომ ქალის
ადგილი შინ იყო,ქალები მაინც იღებდნენ მონაწილეობას სოციალურ ცხოვრებაში,როგორც
ქმრებთან ერთად,ისე ქმრების გარეშეც. დოდგვაროვან ქალებს შრომა არ
სჭირდებოდათ,მაგრამ იყვნენ ქალები რომლებიც შრომობდნენ.გლადიატორი ქალებიც კი
ყოფილან,მაგრამ ისინი ძირითადად მონები ან ყოფილი მონები იყვნენ.
თავდაპირველად ქალები თავიანთი ქმრებისა თუ მამების
საკუთრებად ითვლებოდნენ,მაგრამ თანდათან მათ უფლებების გარკვეული ნაწილი მოიპოვეს
– საკუთარი ფულის ფლობა და კომერციული საქმიანობის წარმართვა შეძლეს.რომაელი
ქალების საკუთრების უფლება უფრო ძლიერი იყო ვიდრე ინგლისელი ქალების მსგავსი
უფლება ამ 150 წლის წინ. დაბალი წარმოშობის ქალების ნაწილი ქმრებთან ერთად
შრომობდა.
რომაელები თავისუფლად მორგებულ ტანსაცმელს
ატარებდნენ.ქალის ტანსაცმლის მთავარი დეტალი იყო გრძელი სტოლა რომელსაც წელზე
ქამრით იკრავდნენ და პერანგზე ან ქვედა კაბაზე იცვამდნენ,ზოგჯერ ზემოდან მოსასხამს
ატარებდნენ.ეს იყო ოთხკუთხა ნაჭერი,რომლის ერთ ბოლოს მხარზე იკრავდნენ მეორე ბოლო
კი მკლავზე ჰქონდათ გადაკიდებული.რომაელთა უმეტესობა სანდლებს ატარებდა.ისინი
თითქმის ისეთივე სამკაულებს ატარებდნენ რომგორსაც დღეს ვხვდებით – ძირითადად
ყელსაბამებს,სამაჯურებს,ბეჭდებსა და საყურეებს.მდიდრების სამკაულის დასამზადებლად
ოქრო და ძვირფასი თვლები,მათ შორის,ინდოეთიდან ჩამოტანილი მარგალიტებიც კი
გამოიყენებოდა. ღარიბი ქალები მინითა და ფერადი ქვებით მორთულ სპილენძის
სამკაულებს ატარებდნენ. დიდგვაროვანი ქალები თმას იზრდიდნენ და სხვადასხვაგვარად იკრავდნენ.ვარცხნილობები
ძალიან რთული იყო და ხშირად დიდ დროს ითხოვდა.ზოგჯერ ქალები ხელოვნურ თმასა და
მავთულის ბადეს ხმარობდნენ.ვარცხნილობების სტილი ისევე სწრაფად იცვლებოდა როგორც
ეს დღეს ხდება.დიდგვაროვანი ქალები მრავალი სახის კოსმეტიკურ საშუალობებს
ხმარობდნენ,რომელიც მცენარეების,მწერების,მოლუსკებიდა და სხვა ბუნებრივი
მასალისაგან მზადდებოდა.ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისათვის საშიში იყო –
მაგალითად,სახის დასაფარი თეთრი ფხვნილი,რომელიც ტყვიის თეთრას შეიცავდა.
ახ.წ. მე–2 საუკუნისათვის ცოლ–ქმარის ურთიერთობა
უკვე სიყვარულს ემყარებოდა და არა მორჩილებას.მამები არასასურველ შვილებს
სასიკვდილოდ აღარ იმეტებდნენ და არც თავიანთი ქალიშვილებისათის არჩევდნენ
საქმროებს.რომაული ქორწილი ქრისტიანული ქორწილის მსგავსი იყო,ოქროს ბეჭდებითა და
მეჯვარეებით. რომაულ ქორწილზე მსხვერპლად ღორს ან ცხვარს სწირავდნენ.ვინაიდან
შრომა არ სჭირდებოდათ და ბავრი მონაც ჰყავდათ,მდიდარ ქალებს თითქოს ლაღად უნდა
ეცხოვრათ.სინამდვილეში,მათ ბევრი საქმე ჰქონდათ – საოჯახო საქმის გაძღოლა,ბავშვების
მოვლა,ჩაცმის ურთულეს პროცესზე რომ არაფერი ვთქვათ!
ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა შვილების
აღრზდა იყო.იმპერატორი აჯილდოებდა დედებს,რომლებიც ახალგაზრდობის განათლებაში დიდ
როლს ასრულებდა.ვაჟებს ხშირად დედებთან უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ვიდრე მამებთან.
ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით დედებისა და ქალიშვილების ურთიერთობების შესახებ ალბათ
იმიტომ,რომ მემატიანეებს მამაკაცები წერდნენ.
თუ ოჯახის მსახურებს ჩავთვლით რომის იმპერიაში უფრო
მეტი მონა იყო,ვიდრე მოქალაქე.ქალს ჩაცმის დროს ზოგჯერ ოთხი ან ხუთი მსახური ემსახურებოდა.მონა
საკუთრება იყო.შეეძლოთ ეყიდათ ან გაეყიდათ,მაგრამ ოჯახის მონებს როგორც წესი
კარგად ექცეოდნენ და ხშირად თავისუფლებასაც უბოძებდნენ ხოლმე.
3.
რომაელი ბავშვები
რომაელი ბავშვები
რომაელები ბავშვებს
ისე ეპყრობოდნენ,როგორც მოზრდილს,მაგრამ არასაიმედო ადამიანს.14 წლის ვაჟი
ზრდასრულად ითვლებოდა და შეეძლო ექორწინა,გოგონები კი 12 წლის ასაკში
თხოვდებოდნენ.ბავშვებს ისეთივე ტანსაცმელი ეცვათ,როგორიც მოზრდილებს.მდიდარ
გოგონებს კი,თავიანთი დედების მსგავსად,ურთულესი ვარცხნილობები ჰქონდათ.ადრეულ
რომში მამას დიქტატორის უფლებები ჰქონდა და შეეძლო სასიკვდილოდ გაეწირა ან მონად
გაეყიდა საკუთარი შვილები. ახ.წ. მე–2 საუკუნისთვის ასეთი რამ უკანონოდ
ითვლებოდა.ოჯახური ცხოვრება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ემყარებოდა.მდიდარ
რომაელებს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ და მას სპორტსა და თამაშებს უთმობდნენ.თამაშებს
შორის ყველაზე პოპულარული იყო „ქურდები“–ჭადრაკის მსგავსი მარტივი თამაში,– და
„თორმეტი ხაზი“–ნარდის მსგავსი თამაში.არქეოლოგებმა სხვადასხვა სახის სათამაშო
აღმოაჩინეს,მათ შორის მარმარილოს ბურთულები,ხისა და ნაჭრის თოჯინები,ცხოველების
ქვის ფიგურები თოჯინების სახლები,სარწეველა ცხენები და ბორბლიანი
სათამაშოები.ბიჭუნებს სათამაშო ეტლებით რბოდა უყვარდათ.
მდიდარი ოჯახების
ვაჟები,ზოგჯერ კი გოგონებიც ,შვიდი წლის ასაკში სკოლაში მიდიოდნენ.მოზარდთა მცირე
ნაწილი სწავლას აგრძელებდა,რაც,ძირითადად ლიტერატურის შესწავლით
შემოიფარგლებოდა.ამის შემდეგ ბიჭები რიტორიკის სკოლასაც ამთავრებდნენ,სადაც ხალხის
წინაშე სიტყვის წარმოთქმას სწავლობდნენ.სკოლის დამთავრების შემდეგ გამორჩეული
მოსწავლეები საბერძნეთში აგრძელებდნენ სწავლას.მას ვინც სრულ განათლებას იღებდა,ორ
ენაზე – ლათინურსა და ბერძნულზე – წერა და
კითხვა შეეძლო.წიგნებს გრაგნილების სახე ჰქონდა და დიდი იშვიათობა იყო,ვინაიდან
ხელით იწერებოდა.ქაღალდიც ძალიან ძვირად ფასობდა,ვინაიდან მას ეგვიპტიდან
ჩამოტანილი პაპირუსისგან ან ახალშობილი ციკნის ტყავისგან ამზადებდნენ.
თითქმის ყველა
რომაელის სახლს ძაღლები იცავდნენ.აღმოჩენილია ძაღლების ყელსაბამები,რომლებზეც მათი
პატრონების სახელები და მისამართებია აღბეჭდილი.მდიდარი ოჯახების ბავშვებს ბევრი
შინაური ცხოველი ჰყავდათ.
ზოგიერთი
მონათმფლობელი მონის შვილს სათანადო განათლებას აძლევდა,მაგრამ მონების
უმრავლესობა მაინც ფიზიკურად შრომობდა.მათ ყოველთვის არ შეეძლოთ ოჯახის
შექმნა,ვინაიდან ამ საკითხს მათი მფლობელი წყვეტდა,თუმცა მრავალ რომაულ მოთხრობაში
ვხვდებით პერსონაჟს, რომელსაც „ჭკვიან მონას“ უწოდებენ. ყელსაბამის ფორმის
თილისმას მდიდარი ოჯახის გოგონები და ვაჟები ატარებდნენ,რათა ბოროტი სულები
განედევნათ.ღარიბ ბავშვებს კი ტყავის თილისმები ჰქონდათ.
4.
მშენებლობა და ტექნოლოგია
მშენებლობა და ტექნოლოგია
რომაელებს იმდენი დიდი მოაზროვნე და მხატვარი არ
ჰყავდათ,რამდენიც მათ წინამორბედ ძველ ბერძნებს,მაგრამ პრაქტიკულ საქმიანობაში –
მაგალითად მშენებლობასა და საინჟინრო საქმეში გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე
იდგნენ.ათასწლეულებზე მეტი დასჭირდათ ევროპელებს გზების გაყვანაში,ხიდებისა და
საკანალიზაციო სისტემების აგებაში,სპეციალური მოწყობილობებისა და შრომის იარაღების
დამზადებაში რათა რომაელებს
გათანაბრებოდნენ.
გზები
– სახელგნთქმულ რომაულ გზებს ჯარისკაცები
აგებდნენ.გზები სწორი უნდა ყოფილიყო,რათა ჯარს მთელ ევროპაში სწრაფი გადაადგილება
შესძლებოდა.ამ გზებს ვაჭრები და მოგზაურებიც იყენებდნენ.გზის საფენად სხვადასხვა
ზომის ქვებს იყენებდნენ.გზებს ბორდიური გასდევდა ,ხოლო გზის ზედაპირი ცენტრიდან
კიდესკენ იყო დაქანებული,რათა წვიმის წყალი გზაზე არ დაგუბებულიყო.
ხიდები
–
ბერძნებისგან განსხვავებით,რომელთა არქიტექტურაც სწორკუთხოვანი
იყო,რომაელებმა თაღებისა და გუმბათების აგება ისწავლეს.თაღებმა რომაელებს გრძელი
ხიდების შენების საშუალება მისცა.მათი დიდი ნაწილი დღესაც არსებობს.
კოლიზეუმი
– ყველა რომაულ ქალაქში იდგა ამფითეატრი,დიდი
სტადიონი,სადაც პოპულარული სანახაობები იმართებოდა.უდიდესი ამფითეატრი იყო რომის
კოლიზეუმი,რომელიც დაახლოებით ახ.წ. 70–80 წლებში აშენდა ხის ძველი შენობის
ადგილზე.ოვალური არენის გარშემო,რომლის სიგრძე 188,სიგანე – 165,ხოლო სიმაღლე – 48
მეტრი იყო,ტრიბუნებზე 50000 ადამიანი ეტეოდა.შენობის საძირკველში ცხოველებისა და
გლადიატორების ოთახები მდებარეობდა.გიგანტური ტენდი მაყურებლებს მზისგან
იცავდა.დანგრეული კოლიზეუმი დღესაც დგას რომში და ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი
ნაგებობაა.
რომაული
სახლი –
მდიდარ რომაელებს გარდა ქალაქის სასახლეებისა,ხშირად დიდი მამულებიც
ჰქონდათ.მათ კომფორტის თანამედროვე საშუალებები მაგალითად ელექტროობა არ
ჰქონდათ,მაგრამ მრავალი მონის წყალობით,ისინი
საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდნენ.სახლები საერთო გეგმის მიხედვით შენდებოდა,თუმცა
ეს გეგმა იმპერიის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იყო.გარედან მხოლოდ სახლის ზედა
ნაწილში გამოჭრილი რამდენიმე პატარა ფანჯარა ჩანდა.მთავარი ოთახები ატრიუმის,ღია
ეზოს ირგვლივ იყო განლაგებული.სოფლის სახლები ანუ ვილები,ჩვეულებრივ დიდი
მამულების განაპირა იდგა.ქალაქის სახლები ქალაქის პრესტიჟულ უბანში იყო
თავმოყრილი.რომში ასეთი სახლები მხოლოდ ძალიან მდიდრებს ჰქონდათ.
აგურისა და ქვის სახლები რომელთაც ზოგჯერ გარედან
ლესავდნენ,ჩვეულებრივ ერთსართულიანი იყო.რომში სივრცის შეზგუდვის გამო ორსართულიან
სახლებსაც აგებდნენ.ზოგ სახლს სარდაფი ჰქონდა სადაც მონები ცხოვრობდნენ.
ოთახებში ცოტა ავეჯი იდგა,მაგრამ კედლებს
ნახატებით,ჩუქურთმებითა და მოზაიკით ამკობდნენ.ხშირად ყველა კედელი აბსტრაქტული
ნახატებით ან რეალისტური სცენებით იყო მოხატული,ან სხვადასხვა ფერის ფილებით
მოპირკეთებული,ხოლო იატაკს მოზაიკა ამშვენებდა.მოზაიკური ნახატები შავ–თეთრი
გეომეტრიული ფიგურებისგან შედგებოდა.
მდიდარ რომაელებს ძვირფასი და მრავალფეროვანი ავეჯი
ჰქონდათ,მაგრამ ჩვენ მათი სახლები მაინც ცარიელი მოგვეჩვენებოდა.დიდ
ავეჯს,მაგალითად ტანსაცმლის მძიმე კარადებს,იშვიათად იყენებდნენ.მდიდარი ოჯახები
ხშირად გადადიოდნენ სოფლიდან ქალაქში ან პირიქით.ამასთან, რომაელებს ავეჯის
ოთახიდან ოთახში ხშირი გადანაცვლება უყვარდათ.
5.
რელიგია
რელიგია
რომაელთა მთავარი
ღმერთი იყო იუპიტერი,რომელიც ღმერთებისა და ქალღმერთების დასს მეთაურობდა.თანდათან
რომაელთა და ბერძენთა ღმერთების იდენტიფიკაცია მოხდა – რომლების იუპიტერი
ბერძნების ზევს დაემსგავსა.მისი ცოლი იუნონა – ზევსის ცოლს ჰერას და ა.შ. დროთა
განმავლობაში რომაელებმა სხვა ერების ღმერთები და კერპებიც აღიარეს.რომაული
რელიგია მჭიდროთ იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან.
რომის პირველ
იმპერატორ ავგუსტუსს რელიგიის პოლიტიკური მნიშვნელობა კარგად ესმოდა.მან ხელი
შეუწყო იმ ახრის გაჩენას, რომ იმპერატორი ღმერთი იყო.ამის შემდეგ ნაკლებად იყო
მოსალოდნელი,რომ უკმაყოფილო ხალხი თვით ღმერთის წინააღმდეგ
აჯანყებულიყო.იმპერატორის ტაყვანისცემა ნამდვილ რელიგიად არ ჩამოყალიბებულა,მაგრამ
იმპერიის ზოგიერთ ნაწილში ძლიერ კულტად იქცა.
ოჯახებს საკუთარი
ღმერთები – პენატები და მანები ( წინაპართა სულები ) ჰყავდათ.თითქმის ყველა ოჯახს
ეზოში ანუ ატრიუმში სალოცავი ჰქონდა მოწყობილი.იყვნენ სხვა წვრილი ღმერთებიც ანუ
სულები,მაგალითად ლარები.მათ სალოცავებს ხშირად შევხვდებოდით გზაჯვარედინებზე.
მითრიაზმი რომელიც
რომში ირანიდან შემოვიდა მალე გავრცელდა ჯარისკაცებს შორის.მითრა ნაწილობრივ
მზე–ღმერთი იყო, ნაწილობრივ – გმირი. მას თაყვანს ბნელ საკნებდა და გამოქვაბულებში
სცემდნენ,რომლებიც დიდად განსხვავდებოდა რომაული ღმერთების ტაძრებისაგან.მითრიაზმი
ქალებს არ აღიარებდა ამიტომ ქრისტიანობა მალე მასზე პოპულარული გახდა.მითრას კულტის
მიმდევრებს სწამდათ რომ სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა ხარის სისხლიდან. იგი გმირმა
ღმერთმა მოკლა,შემდეგ კი ზეცაში ავიდა.
რომის იმპერიაში
არსებული ყველაზე სიცოცხლისუნარიანი რელიგიები უცხოეთიდან შემოტანილი ( იდუმალი
კულტები ) იყო. რომაელი მმართველები ამ კულტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ.მათი
აზრით ეს კულტები მორღალატეთა თავშესაფარი იყო , მაგრამ, როგორც წესი, მათ არ
კრძალავდნენ. „დიდი დედის“ , კიბელეს კულტი ანატოლიაში (დღევანდელი თურქეთის
ტერიტორია) გაჩნდა და რომაელ ქალებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ქრისტიანობის გაჩენა
თითქმის დაემთხვა რომში საინპერატორო ხელისუფლების შემოღებას. ქრისტიანები
რომაელთა ღმერთების თაყვანისცემაზე უარს აცხადებდნენ, რაც ერთგვარი ღალატი იყო.
მათ სდევნიდნენ და ხოცავდნენ,
განსაკუთრებით , მე– 3 საუკუნეში. მაგრამ ქრისტეს სწავლებას სულ უფრო მეტი რომაელი
ეზიარებოდა. 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ (306– 337) მას არსებობის
ოფიციალური უფლება მისცა, ხოლო იმპერატორმა თეოდოსიუსმა (379–395) ქრისტიანობა
რომის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წლის შემდეგ როდესაც მილანის ედიქტით
ქრისტიანობა სხვა რელიგიებს გაუთანასწორდა, ქრისტიანებს შეეძლოთ საკუთარი
ეკლესიების აგება. ქრისტიანული ეკლესია ბაზილიკად წოდებულ რომაულ შენობას ქვია.
6.
მიწათმოქმედება
მიწათმოქმედება
ციცერონის ცნობილი გამოთქმის
თანახმად,ადამიანისთვის თავის რჩენის საუკეთესო საშუალება მიწათმოქმედებაა.მას
ალბათ მემამულეობა უნდა ეთქვა,ვინაიდან მიწათმოქმედებს , რომელთაც ის გულისხმობდა,
მსახურები და მონები ჰყავდათ, რომლებიც სამუშაოს ასრულებდნენ.მიწათმოქმედება
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო რომის იმპერიაში, თვით ვაჭრობაზე
მნიშვნელოვანიც კი.ის რომის იმპერიის სიმდიდრის საფუძველი იყო.რომაელებს ჩვენ
ქალაქის მაცხოვრებლებად ვთვლით,მაგრამ სოფლებში გაცილებით მეტი „მოქალაქე“
ცხოვრობდა,ვიდრე ქალაქში.მცირე ზომის მამულები თანდათანობით მდიდრებმა შეისყიდეს
და დიდ მამულებად აქციეს.
ზეთისხილი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურა
იყო.განსაკუთრებით მისი ზეთი ფასობდა, თუმცა ზეთისხილს საჭმელადაც
იყენებდნენ.ნიადაგი სადაც ზეთისხილი ხარობდა,მარცვლეულის მოსაყვანად ძალიან მწირი
იყო. ახ.წ. მე–2 საუკუნიდან ჩრდილოეთ აფრიკის პროვინციებში ათასობით აკრის
ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები გააშენეს.მოსავლის აღებისას ზეთისხილის ხის
ტოტებს გრძელ ჭოკებს ურტყამდნენ, ძირს დაცვენილ ნაყოფს კალათებში აგროვებდნენ და
ზეთის დასაწურად მიჰქონდათ.
ქალაქ რომის ზრდასთან ერთად იზრდებოდა საკვები
მიწოდების მნიშვნელობაც. დაახლოებით ახ. წ. 100 წლისთვის ჩრდილოეთ აფრიკის
პროვინციების ნაყოფიერი მიწები „ რომის ბეღლად „ იქცა. აქ ყოველწლიურად 750000
ტონა ხორბალი მოჰყავდათ, სხვა მარცვლეულიდან – ქერი,შვრია და ჭვავი. რომაელებმა
ბრინჯის მოყვანა არ იცოდნენ,მაგრამ ის აღმოსავლეთიდან შემოჰქონდათ.
რომაელებს ცხენები და სახედრები ჰყავდათ,მაგრამ
მძიმე ტვირთის გადასატანად ხარებს იყენებდნენ.მაშინდელი ურმები თითქმის არ
განსხვავდებოდა დღევანდელისაგან.ზოგი მათგანი კელტური ურმის მსგავსი იყო.
შაქარი რომაელებისთვის უცხო იყო,ამიტომ კერძებს
თაფლით ატკბობდნენ.თაფლის დამზადების საიდუმლო რომის იმპერიის დაარსებამდე ადრე
იყო ცნობილი.სკებს თიხისგან,ჯოგჯერ კი ხის ან სხვა მასალისგან აკეთებდნენ და
მწკრივებად დგამდნენ. სხვადასხვა კუთხეში თაფლს სხვადასვხანაირად
ამზადებდნენ,ამიტომ ტაფლიც განსხვავებული იყო. რომაელებს შორის განსაკურებული
პოპოულარობით სარგებლობდა ატიკის (საბერძნეთის) ქონდრის თაფლი.
რომაელები ცხვარს აშენებდნენ და მისგან მატყლს და
რძეს იღებდნენ.ხოგი შეძლებული გლეხი ცხოველთა ახალი ჯიშების მიღებას ცდილობდა.ცხვრის
მსგავსად ღორიც ადვილი მოსაშენებელი იყო, რადგან თავის დაცვა შეეძლო,თუმცა
თვალყურის დევნება მაინც სჭირდებოდა, ქურდებს ან მტაცებელ ცხოველებს რომ არ
მოეტაცათ.რომაელებს ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მეტად უყვარდათ, ცხვრის რძე –
ძროხის რძეზე მეტად.სოფელში ცხოველებს მძიმე სამუშაოებს ასრულებინებდნენ, მათი
ტყავისგან კი ტანსაცმელს კერავდნენ.სახედრებს მსუბუქ სასოფლო სამუშაოებზე
იყენებდნენ.ღორს მთელ იმპერაში აშენებდნენ,ზამთარში ის ადვილი გამოსაკვები იყო,
ზაფხულში კი თავს ადვილად ირჩენდა თვითონვე
მახლობელ ტყეებში.
ღვინო რომაელთა საყვარელი სასმელი იყო. ახ.წ. 100
წლიდან რომში ღვინო ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკიდან,ესპანეთიდან და საბერძნეთიდან
შემოჰქონდათ.უგემრიელესი ღვინო დგებოდა ვეზუვის მთის ფერდობზე მოყვანილი
ყურძნისაგან.ადრე ღვინო ჩრდილოეთ ევროპაშიც კი გაჰქონდათ.ამის გარდა რომაელები
ყურძენს ჩამდნენ და მისგან წვენს წურავდნენ.მძიმე ჯოხები მამაკაცებს ყურძნის
დაწურვაში ეხმარებოდა, მათ ერთმანეთზე ხელი ჰქონდათ ჩაკიდული რათა არ დაცემულიყვნენ ყურძნის დაწურვის დროს.
7.
რომაული სამზარეულო
რომაული სამზარეულო
რომაელებს ჩვენზე ნაკლები კერძები ჰქონდათ.არ იცნობდნენ
მაგალითად კარტოფილსა და პომიდორს,მაგრამ მათი საჭმელი მაინც მრავალფეროვანი
იყო.მათ ისეთი კერძები ჰქონდათ რომელიც ჩვენ არ გვაქვს,მაგალითად შამფურზე
შემწვარი თაგვი.რომაელთა საჭმელი ალბათ ჩვენზე ჯანმრთელიც იყო, რადგან არ
იყენებდნენ ქიმიკატებსა და ქიმიურ დანამატებს..რომაელები, ვისაც ამის საშუალება
ჰქონდა,ბევრს ჭამდნენ.სიფლებში თითქმის მარტო საკუთარი წარმოების პროდუქტი
ჰქონდათ, ხალხმრავალ რომში კი ის ვაჭრებს ჩამოჰქონდათ.ამ გზით ისინი დიდძალ
სიმდიდრეს იხვეჭდნენ. იმპერატორის ბრძანებით ღარიბებს პური უფასოდ ურიგდებოდათ.იმ
დროს ვაჭრობაში უფრო ნაკლები შუამავალი იყო ვიდრე დღესაა. თევზის გამყიდველები
თევზს თვითონს იჭერდნენ.
ბევრ სახლში სამზარეულო არ იყო, ამიტომ რომაელები
მზა საჭმელებს ყიდულობდნენ.დიდ სახლებსა და სოფლის ვილებში საჭმელს მონები
ამზადებდნენ. რომის იმპერიაში მრავალი მონა მზარეული შეფმზარეულის თანაშემწე იყო.
იყვნენ აგრეთვე მერიქიფე მონები და სხვა.
ახალდაკრეფილ ხილსა და ბისტნეულს კალათებში
ინახავდნენ. სხვა პროდუქტები ღვინისა და ზეთის ჩათვლით თიხის ქოთნებში ანუ
ამფორებში ჰქონდათ
მდიდართა წვეულებები ,რომლებიც ნაშუადღევს
იწყებოდა, ზოგჯერ რამოდენიმე საათი გრძელდებოდა.რომაელები ტახტზე წამოწოლილები
ჭამდნენ, რაც სასადილო ოთახში ბევრი სტუმრის დატევას ართულებდა.მონები კერძებს
ამზადებდნენ და სტუმრებთან გაჰქონდათ. სადილი ხშირად კვერცხით იწყებოდა და ხილით
მთავრდებოდა. სხვადასხვა კერძი, მაგალითად ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა ჭურჭლით
შეჰქონდათ.
მინის ჭურჭელი ადვილად იმსხვრეოდა ამიტომ მას თიხის
ჭურჭელს ამჯობინებდნენ.მინის ჭურჭელს უფრო მაგიდაზე სასმლის მისატანად ხმარობდნენ.
სამზარეულოში სხვადასხვა სახის დანებს იყენებდნენ.
დიდი დანებით ხორცს ჭრიდნენ. ჰქონდათ ასევე ხის ციცხვები და ლითონის კოვზები.
რომაელები ხელით ჭამდნენ, მათ ჩანგლები არ ჰქონდათ. საჭმელს ხის ან ქვამახშირის
ნაკვერჩხალზე ამზადებდნენ.
ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა პურს საცხობებში
ყიდულობდა, მაგრამ იმ სახლებში, რომელსაც სამზარეულო ჰქონდა , ღუმელიც
იყო.გრძელსახელურიან საცხობებს პატარა პურების გამოსაცხობად იყენებდნენ.
რომაელებს მრავალი სახეობის ბოსტნეული, მაგალითად
სატაცური, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ხახვი, სალათი, გოგრა, მუხუდო და ცერცვი
მოჰყავდათ. ისინი 100–მდე დასახელების მცენარესა და სანელებელს იყენებდნენ,
რომელთა ნაწილი თვითონ მოჰყავდათ, ნაწილს კი მინდორსა და ტყეში აგროვებდნენ.
რომაულ სამზარეულოში, ისევე როგორც ყველგან
მაცივრის გამოგონებამდე სურსათის გაუფუჭებლად შენახვა თითქმის შეუძლებელი იყო. ზოგ
სახლს გრილი სარდაფები ჰქონდა. ხმელთაშუა ზღვა რომაელებს თევზით ამარაგებდა,
მაგრამ თევზი ძალიან მალე ფუჭდებოდა რის გამოც ძალიან ძვირი იყო. თევზის ცხალე
საწებლის , გარაუმის პოპულარობის ერთ–ერთი შესაძლო მიზეზი ის იყო, რომ რომ ის
ვადაგასულ და ნაწილობრივ გაფუჭებულ საკვებს გემოს უკარგავდა.
8.
ვაჭრობა
ვაჭრობა
რესპუბლიკის პირევლს წლებში რომაელებს საკუთარი
ნაწარმი ქალაქიდან გადაყიდათ გაჰქონდათ, მახლობელ სოფლებში კი მიწათმოქმედებას
მისდევდნენ. ძვ.წ. მე– 2 საუკუნისათვის რომში თითქმის მთელი პროდუქცია იმპერიის
სხვადასხვა კუთხიდან ან უცხოეთიდან იყო ჩამოტანილი.ერთი მილიონი ადამიანისთვის
საჭირო საქონლის უზრუნველსაყოფად ყველა სახის პროდუქტის შემოტანა იყო საჭირო.
ხმელეთზე საქონლის ტრანსპორტირება ნელი და ძვირი იყო, ამიტომ საქონელი ზღვით და
მდინარე ტიბრით მოჰქონდათ. თუმცა რომაული ბანკები თანამედროვე ბანკებისგან
განსხვავდებოდა, მათი მომსახურება მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. რომაელს აქ
ფულის სესხება შეეძლო, თუმცა მხოლოდ მოკლე ვადით და დიდი პროცენტით. შეეძლოთ სხვა
ქვეყნის ფული რომაულ ფულზე გადაეცვალათ და კრედიტით ესარგებლათ. ვაჭრები
ბანკისაგან სესხს იღებდნენ რათა ტვირთი ეყიდათ.სესხის დიდი პროცენტი გამსესხებელს
გემის ჩაძირვის შემთხვევაში ზარალს უნაზღაურებდა.
ოქროსა და ვერცხლს უბრალო სასწორით წონიდნენ. უფრო
მძიმე საგნების ასაწონად სპეციალურ სასწორებს, ბეზმენებს იყენებდნენ.ასაწონ საგანს
ლითონის ძელზე ჰკიდებდნენ, რომელზედაც სკალა იყო ამოჭრილი. სასწორი ძელაკის
გასწვრივ მანამ მოძრაობდა სანამ ძელაკი ჰორიზონტალურ მდგომარეობას არ მიიღებდა.
სკალა საგნის წონას უჩვენებდა.სტანდარტული რომაული მონეტა იყო ვერცხლის
დინარი.არსებობდა 25– დონარიანი ოქროს მონეტები და ნაკლები ღირებულების ბრინჯაოს
ან სპილენძის მონეტები.რომაული მონეტები ხმელთაშუა ზღვის მთელ აუზში მოქმედებდა,
მაგრამ სხვადასხვა პროვინციას საკუთარი ფულიც ჰქონდა, რაც ფულის გადამცვლელებს
საკმაო მოგებას აძლევდა.
სავაჭრო გემები სხვადასხვა სახის იყო – მომცრო
სანაპირო გემებით დაწყებული დიდი ხომალდებით დამთავრებული, რომელთაც 250 ტონაზე
მეტი ტვირთის გადატანაც შეეძლოთ. ვაჭრებს სადაც შესაძლებელი იყო გემები ნაპირთან
ახლოს მოჰყავდათ და ღამის გათევას ნავსადგურში ამჯობინებდნენ. ხშირი იყო გემების
ჩაძირვა ( მყვინთავებმა უკანასკნელ წლებში 1000– ზე მეტი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს
) და მეკობრეთა თავდასხმები.
ჩინეთიდან რომაელებს აბრეშუმი და ფაიფურის ჭურჭელი
ჩამოჰქონდათ. რომამდე საქონელი მრავალი შუამავლის გავლის შემდეგ აღწევდა.
რომის იმპერიაში მხოლოდ ძალიან მდიდარ მოქალაქეებს
შეეძლოთ ჩინური აბრეშუმის, ინდური სამკაულების, იშვიათი სუნამოების, ვერცხლის
ჭურჭლის, მინის ულამაზესი ნაკეთობებისა და ეგზოტიკური საკვების ყიდვა. იულიუს
კეისარმა მეწამური ფერის ტანსაცმელი აკრძალა, ვინაიდან ტვიროსიდან ჩამოტანილი
მეწამური საღებავი წარმოუდგენლად ძვირი იყო. მას მოლუსკებისგან ამზადებდნენ.
ზოგიერთ ვაჭარს რომში „ თამაშებისთვის“ გარეული
ცხოველები ჩამოჰყავდა. ახ.წ. 107 წელს იმპერატორ ტრაიანეს სამხედრო გამარჯვების
აღსანიშნავად გამართული თამაშების დროს რამდენიმე დღეში 11000 ცხოველი მოკლეს.
ლომები, ვეფხვები, მარტორქები, აქლემები, ნიანგები, დათვები მგლები და ზოგჯერ
სპილოები გემებით მოჰყავდათ, სადაც მათ კოლიზეუმში მოსული ხალხის გასართობად
ხოცავდნენ.
9.
მეომრები
მეომრები
რომის იმპერია არმიას ემყარებოდა. ეს მსოფლიო
ისტორიაში პირველად ჭეშმარიტად პროფესიული არმია იყო რომელიც მოხალისე
ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ლეგიონელები ( ლეგიონში 5000–მდე ჯარისკაცი შედიოდა)არმიაში 20 წლის განმავლობაში მსახურობდნენ. ბრძოლაში მონაწილეობის გარდა
ლეგიონელების ძირითადი ვალდებულება იმპერიის საზღვრების დაცვა იყო. მრავალ
ლეგიონელს იტალია ერთხელაც არ ენახა. ამის გამო ჯარისკაცები თავიანთ სარდლების
მიმართ მეტ ერთგულებას ამჟღავნებდნენ ვიდრე სადღაც შორს მყოფი იმპერატორის მიმართ.
იმპერატორმა ადრიანემ (117 –138 ) დაგაწყვიტა რომ იმპერიის დასაცავად საზღვრების
დაცვა იყო საჭირო. ამ მიზნით ააგო კედელი ჩრდილოეთ ბრიტანეთში, რომელიც ქვეყანას
განივად კვეთდა თანამედროვე შოტლანდიიდან სამხრეთით. კედლის ყველა მილზე
ციხესიმაგრე, ხოლო ყოველ 2 ციხესიმაგრეს შორის 2 საგუშაგო კოშკი იყო. ყველგან
სადაც კი ლეგიონელები აღწევდნენ ისინი სტანდარტულ ოთხკუთხედის ფორმის
ციხესიმაგრეებს აგებდნენ. ციხესიმაგრეს გარსს ხის გალავანი ერტყა, რომლის თითოეულ
კუთხეში კოშკი იდგა. ამას გარდა კიდე 2–2 კოშკი 4 კარიბჭეს იცავდა. ძირითადი
შენობები იყო ყაზარმები, სადაც ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, ოფიცერთა სახლები და
გენერლის სახლი, რომელიც ციხესიმაგრის ცენტრში იდგა. ამის გარდა, ციხესიმაგრეში
იყო შტაბი, საჯინიბოები, სახელოსნოები, აბანო, ჰოსპიტალი და ციხე.
ახ.წ. 1–ელ –მე–2
საუკუნეების რომაული ჯარისკაცი ლითონის
მუზარადსა და აბჯარს ატარებდა. ამის გარდა ჰქონდა ფარი, რომელიც ყელიდან
მუხლებამდე იცავდა. ლითონის ფილები ერთმანეთთან ტყავის თასმებით იყო მიბმული, რაც
ხელებისა და მხრების შეუზღუდავი მოძრაობის საშუალებას იძლეოდა. უფრო ადრე
ჯარისკაცები ჯაჭვის პერანგებს ატარებდნენ. არმიის დამატებით ნაწილებს
განსხვავებული სახის აბჯარი ჰქონდათ. თითოეულ ლეგიონელს საკუთარი კვართი ჰქონდა,
რომელსაც შტანდარტს უწოდებდნენ. შტანდარტის დაკარგვა სირცხვილად
ითვლებოდა.ხელჩართულ ბრძლაში რომაელი ქვეითი ჯარისკაცის ძირითადი იარაღი მოკლე
ხანჯალი იყო. ამის გარდა ჯარისკაცს შუბი ჰქონდა.
რომაულ არმიაში იყო ელიტარული ნაწილი, რომელიც
თავდაპირველად იმპერატორს იცავდა. ამ ნაწილის ჯარისკაცებს სხვებზე 3– ჯერ მეტს
უხდიდნენ. მათი ქვედანაყოფი იმპერიის შორეულ მიწებზე იყვნენ განთავსებულნი და
აჯანყების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება
შეეძლოთ.
ძვ.წ. 264 წელს რომის რესპუბლიკამ თავისი უახლოესი
მეზობელი დაიმორჩილა და სიცილიის დაპყრობაც გადაწყვიტა.ამასვე ცდილობდა ჩრდილოეთ
აფრიკაში მდებარე კართაგენიც. სამი ომი რომელშიც რომი და კართაგენი ერთმანეთს
ებრძოდნენ და რომლებიც ძვ.წ. 264– დან ძვ.წ. 146–წლამდე გრძელდებოდა,პუნიკური
ომების სახელითაა ცნობილი.ეს ომები კართაგენის სრული განადგურებით დასრულდა. მეორე
პუნიკური ომის დროს ძვ.წ. 218– 201 წწ კართაგენის დიდი სარდალი ჰანიბალი იტალიაში
ესპანეთიდან შეიჭრა.მან ზამთარში ალპები დაგალახა და მოულოდნელად დაატყდა თავს
რომაელებს. ჰანიბალი იტალიაში 13 წლის განმავლობაში იბრძოდა.რომაელები მას ვერ
ამარცხებდნენ, ჰანიბალი კი თავის მხრივ რომის აღებას ვერ ახერხებდა.საბოლოოდ კი
თავის მხრივ რომაელებმა თავიანთი არმია აფრიკაში გაგზავნეს. ჰანიბალი კართაგების
დასაცავად გაბრუნდა და დამარცხდა.
ჰანიბალმა ალპების გადალახვა სპილოებით
დაიწყო,ბოლოს მხოლოდ ერთი სპილო შემორჩა რომლითაც სარდალი იტალიაში
გადაადგილდებოდა. ახ.წ. 43 წელს ბრიტანეტის დაპყრობისას სპილოები რომაელებმაც
გამოიყვანეს. სპილო მეტ შიშის ზარს სცემდა, მაგრამ გამოცდილი ჯარის წინაღმდეგ
ბრძოლაში ამას დიდი სარგებელი არ მოჰქონდა.რამოდენიმე ისრის ან შუბის მოხვედრის
შემდეგ დამფრთხალი სპილო თავისიანებს უფრო მეთ ზარალს აყევებდა ვიდრე მტერს.
ქალაქის ალყის დროს ბრძოლა ხშირად არც კი იყო
აუცილებელი.მოალყეები ქალაქის გარშემო ბანაკს შლიდნენ და შიმშილისგან და
სნეულებისგან დასუსტებული ქალაქელების დანებებას ელოდებოდნენ.
10.
დასკვნა
დასკვნა
(დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა)
455 წელს რომს იღებენ ვანდალები, რომლებიც 12 დღის განმავლობაში უმოწყალოდ არბევენ და ძარცვავენ ქალაქს, ხოცავენ მოსახლეობას. მთელი იმპერია ქაოსმა მოიცვა. რავენაში მყოფი იმპერატორების ძალაუფლება ამ ქალაქის კედლებს არ სცილდებოდა. 468 წელს ბასილისკოსის უნიათობის გამო ვანდლებთან ომში აფრიკის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა ბიზანტიის არმიამ. დაკარგა 100000-მდე მეომარი. ბიზანტია დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ეხმარებოდა დასავლეთის იმპერიას. ამ პირობებში 476 წლის 4 სექტემბერს ფედერატების ერთ-ერთმა ლიდერმა ოდოაკრმა დაიკავა რავენა და აიძულა იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი ტახტიდან გადამდგარიყო და თვითონ თავი გამოაცხადა იტალიის მეფედ. ეს თარიღი ითვლება ანტიკური ხანის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად.
11.
გამოყენებული ლიტერატურა
გამოყენებული ლიტერატურა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ძველი რომი (ყოველდღიური ცხოვრება)
12.
lunedì 17 dicembre 2012
lunedì 26 novembre 2012
View iliauni in a larger map
Iscriviti a:
Post (Atom)