domenica 23 dicembre 2012

ქალაქი რომი

ქალაქი რომი



რომი ანუ როგორც მას უწოდებენ, „მარადიული ქალაქი“,ევროპის ისტორიული მოვლენების ცენტრში იყო 2000 წლის განმავლობაში.თავდაპირველად 7 ბორცვზე მდებარე სოფლების ჯგუფი ძვ.წ. 509 წელს რესპუბლიკად იქცა.რესპუბლიკის ტერიტორიის ზრდასთან ერთად ქალაქიც ყვაოდა და იზრდებოდა. ძვ.წ. 1–ელ საუკუნეში,ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შემდეგ, რესპუბლიკა იმპერატორების მმართველობამ შეცვალა.პირველი იმპერატორის,ავგუსტუსისა და მისი მემკვიდრეების მმართველობისას რომი ევროპის უდიდეს და ულამაზეს ქალაქად იქცა.იმპერიის მრავალი ქალაქი რომის მცირე მოდელი იყო.
რომის ფორუმი– ფორუმი რომის მთავარი სახალხო მოედანი იყო.თავდაპირველად იგი ქალაქის რელიგიურ,სავაჭრო,საქმიან,პოლიტიკურ და გართობის ცენტრს წარმოადგენდა.თავდაპირველად ის გრანდიოზულ ადგილად იქცა – მაღაზიები გაქრა,მათი ადგილი კი მონუმენტურმა შენობებმა დაიკავა.
პოლიცია და სახანძრო სამსახური – აჯანყებებისა და არეულობების ჩასაცხრობად ავგუსტუსმა სპეციალური გასამხედროებული შენაერთები შექმნა.ხალხმრავალ ქალაქს გამუდმებით ხანძარი ემუქრებოდა,ამიტომ ავგუსტუსმა სახანძრო რაზმებიც დაარსა, მაგრამ ისინიც ვერ გაუმკლავდნენ ახ.წ. 64 წელს გაჩენილ ხანძარს ,რომელიც ქალაქს  ექვსი დღის მანძილზე ანადგურებდა.
რესპუბლიკა და იმპერია  რომის რესპუბლიკაში  ნამდვილი დემოკრატია არ იყო,ვინაიდან ძალაუფლებას პატრიციები ფლობდნენ.რომაელები სამეფო მმართველობის წიინააგმდეგნი იყვნენ ,ამიტომ ავგუსტუსმა თავს არა „მეფე“,არამედ  „პირველი მოქალაქე“ უწოდა.ამასთან შეინარჩუნა რესპუბლიკური ხელისუფლების ინსტიტუტები და მოხელეები,თუმცა ამ უკანასკნელთ  დიდი ძალაუფლება აღარ ჰქონდათ.ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლას რომში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,ამიტომ ადვიკატები და პოლიტიკოსები ბრწყინვალე ორატორები იყვნენ.
სენატი – პატრიციები დიდგვაროვანთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ სენატში–რესპუბლიკის უზენაეს ხელისუფლებაში .სენატის მიერ არჩეული ორი კონსული,რომლებიც მთავრობას ხელმძღვანელობდნენ,ასევე პატრიციები იყვნენ. ძვ.წ. 366 წელს კი კონსულად გახდომის უფლება პლებეებსაც მიენიჭათ.იმპერატორის მმართველობისას სენატი იძულებული გახდა  ძალაუფლების უდიდესი ნაწილი დაეთმო.
პლებეები – უბრალო რომაელებს პლებეებს უწოდებდნენ.რესპუბლიკის დროს პლებეები მდიდარი მიწათმფლობელების,პატრიციების წინააღმდეგ იბრძოდნენ,რათა უფრო დიდი უფლებები მოეპოვებინათ.მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს,რის შედეგადაც საკუთარი საკრებულოსა და მოხელეების არჩევის უფლება მოიპოვეს.პლებეები უფლებრივად გაუთანაბრდნენ პატრიციებს.
კანონი და სამართალი – კანონზე მაღლა თვით იმპერატორიც კი არ იდგა.სასამართლოები მკაცრად იცავდნენ მოქალაქეთა უფლებებს.ქრისტეს მოციქული პავლე რომაელთათვის სამარცხვინო სასჯელს,ჯვარცმას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა,რომ რომის მოქალაქე იყო.რომის სასამართლოებში,თანამედროვე სასამართლოების მსგავსად,გადაწყვეტილება იურისტების მიერ წარმოდგენილი არგუუმენტების საპუზველზე მიიღებოდა.
მაღაზიები და დუქნები – რომის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მაღაზიებისა და ბაზრების რაოდენობაც.მაღაზიები მთავარ ქუჩებზე იყო განლაგებული,ხოლო მაღალკვალიფიციური ხელოსნების,მაგალითად,ოქრომჭედლების  სახელოსნოები უძველეს სავაჭრო ცენტრში ,რომის ფორუმზე მდებარეობდა. ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იყო ტრაიანეს  დახურული ბაზარი რომელიც დაახლოებით ახ.წ. 110 წელს აშენდა.პირველ სართულზე ხილი და ყვავილები იყიდებოდა ,მეორე სართულზე ფართო,თაღოვან დარბაზში ზეთისა და ღვინის საწყობები იყო განლაგებული.მესამე და მეოთხე სართულის მაღაზიებში კვების პროდუქტებს ჰყიდდნენ,სამკურნალო ბალახებიდა და სანელებლების ჩათვლით.მეხუთე სართულზე საქველმოქმედო დაწესებულებები ღარიბებისთვის უფასო სადილებს მართავდნენ.ბოლო სართულზე კი თევზით სავსე ავზები იყო,რომელთა ნაწილს აკვედუკის წყლით,ნაწილს კი ზღვის წყლით ავსებდნენ.

2.

Nessun commento:

Posta un commento