domenica 23 dicembre 2012

ქალები

რომაელი ქალები


რომაელ ქალებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ,ვიდრე მანამდე არსებული მრავალი ცივილიზაციის ქალებს. თუმცა რომაელებს სწამდათ რომ ქალის ადგილი შინ იყო,ქალები მაინც იღებდნენ მონაწილეობას სოციალურ ცხოვრებაში,როგორც ქმრებთან ერთად,ისე ქმრების გარეშეც. დოდგვაროვან ქალებს შრომა არ სჭირდებოდათ,მაგრამ იყვნენ ქალები რომლებიც შრომობდნენ.გლადიატორი ქალებიც კი ყოფილან,მაგრამ ისინი ძირითადად მონები ან ყოფილი მონები იყვნენ.
თავდაპირველად ქალები თავიანთი ქმრებისა თუ მამების საკუთრებად ითვლებოდნენ,მაგრამ თანდათან მათ უფლებების გარკვეული ნაწილი მოიპოვეს – საკუთარი ფულის ფლობა და კომერციული საქმიანობის წარმართვა შეძლეს.რომაელი ქალების საკუთრების უფლება უფრო ძლიერი იყო ვიდრე ინგლისელი ქალების მსგავსი უფლება ამ 150 წლის წინ. დაბალი წარმოშობის ქალების ნაწილი ქმრებთან ერთად შრომობდა.
რომაელები თავისუფლად მორგებულ ტანსაცმელს ატარებდნენ.ქალის ტანსაცმლის მთავარი დეტალი იყო გრძელი სტოლა რომელსაც წელზე ქამრით იკრავდნენ და პერანგზე ან ქვედა კაბაზე იცვამდნენ,ზოგჯერ ზემოდან მოსასხამს ატარებდნენ.ეს იყო ოთხკუთხა ნაჭერი,რომლის ერთ ბოლოს მხარზე იკრავდნენ მეორე ბოლო კი მკლავზე ჰქონდათ გადაკიდებული.რომაელთა უმეტესობა სანდლებს ატარებდა.ისინი თითქმის ისეთივე სამკაულებს ატარებდნენ რომგორსაც დღეს ვხვდებით – ძირითადად ყელსაბამებს,სამაჯურებს,ბეჭდებსა და საყურეებს.მდიდრების სამკაულის დასამზადებლად ოქრო და ძვირფასი თვლები,მათ შორის,ინდოეთიდან ჩამოტანილი მარგალიტებიც კი გამოიყენებოდა. ღარიბი ქალები მინითა და ფერადი ქვებით მორთულ სპილენძის სამკაულებს ატარებდნენ. დიდგვაროვანი ქალები თმას იზრდიდნენ და  სხვადასხვაგვარად იკრავდნენ.ვარცხნილობები ძალიან რთული იყო და ხშირად დიდ დროს ითხოვდა.ზოგჯერ ქალები ხელოვნურ თმასა და მავთულის ბადეს ხმარობდნენ.ვარცხნილობების სტილი ისევე სწრაფად იცვლებოდა როგორც ეს დღეს ხდება.დიდგვაროვანი ქალები მრავალი სახის კოსმეტიკურ საშუალობებს ხმარობდნენ,რომელიც მცენარეების,მწერების,მოლუსკებიდა და სხვა ბუნებრივი მასალისაგან მზადდებოდა.ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისათვის საშიში იყო – მაგალითად,სახის დასაფარი თეთრი ფხვნილი,რომელიც ტყვიის თეთრას შეიცავდა.
ახ.წ. მე–2 საუკუნისათვის ცოლ–ქმარის ურთიერთობა უკვე სიყვარულს ემყარებოდა და არა მორჩილებას.მამები არასასურველ შვილებს სასიკვდილოდ აღარ იმეტებდნენ და არც თავიანთი ქალიშვილებისათის არჩევდნენ საქმროებს.რომაული ქორწილი ქრისტიანული ქორწილის მსგავსი იყო,ოქროს ბეჭდებითა და მეჯვარეებით. რომაულ ქორწილზე მსხვერპლად ღორს ან ცხვარს სწირავდნენ.ვინაიდან შრომა არ სჭირდებოდათ და ბავრი მონაც ჰყავდათ,მდიდარ ქალებს თითქოს ლაღად უნდა ეცხოვრათ.სინამდვილეში,მათ ბევრი საქმე ჰქონდათ – საოჯახო საქმის გაძღოლა,ბავშვების მოვლა,ჩაცმის ურთულეს პროცესზე რომ არაფერი ვთქვათ!
ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა შვილების აღრზდა იყო.იმპერატორი აჯილდოებდა დედებს,რომლებიც ახალგაზრდობის განათლებაში დიდ როლს ასრულებდა.ვაჟებს ხშირად დედებთან უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ვიდრე მამებთან. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით დედებისა და ქალიშვილების ურთიერთობების შესახებ ალბათ იმიტომ,რომ მემატიანეებს მამაკაცები წერდნენ.
თუ ოჯახის მსახურებს ჩავთვლით რომის იმპერიაში უფრო მეტი მონა იყო,ვიდრე მოქალაქე.ქალს ჩაცმის დროს ზოგჯერ ოთხი ან ხუთი მსახური ემსახურებოდა.მონა საკუთრება იყო.შეეძლოთ ეყიდათ ან გაეყიდათ,მაგრამ ოჯახის მონებს როგორც წესი კარგად ექცეოდნენ და ხშირად თავისუფლებასაც უბოძებდნენ ხოლმე.

3.

Nessun commento:

Posta un commento