domenica 23 dicembre 2012

მიწათმოქმედება

მიწათმოქმედება


ციცერონის ცნობილი გამოთქმის თანახმად,ადამიანისთვის თავის რჩენის საუკეთესო საშუალება მიწათმოქმედებაა.მას ალბათ მემამულეობა უნდა ეთქვა,ვინაიდან მიწათმოქმედებს , რომელთაც ის გულისხმობდა, მსახურები და მონები ჰყავდათ, რომლებიც სამუშაოს ასრულებდნენ.მიწათმოქმედება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო რომის იმპერიაში, თვით ვაჭრობაზე მნიშვნელოვანიც კი.ის რომის იმპერიის სიმდიდრის საფუძველი იყო.რომაელებს ჩვენ ქალაქის მაცხოვრებლებად ვთვლით,მაგრამ სოფლებში გაცილებით მეტი „მოქალაქე“ ცხოვრობდა,ვიდრე ქალაქში.მცირე ზომის მამულები თანდათანობით მდიდრებმა შეისყიდეს და დიდ მამულებად აქციეს.
ზეთისხილი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურა იყო.განსაკუთრებით მისი ზეთი ფასობდა, თუმცა ზეთისხილს საჭმელადაც იყენებდნენ.ნიადაგი სადაც ზეთისხილი ხარობდა,მარცვლეულის მოსაყვანად ძალიან მწირი იყო. ახ.წ. მე–2 საუკუნიდან ჩრდილოეთ აფრიკის პროვინციებში ათასობით აკრის ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები გააშენეს.მოსავლის აღებისას ზეთისხილის ხის ტოტებს გრძელ ჭოკებს ურტყამდნენ, ძირს დაცვენილ ნაყოფს კალათებში აგროვებდნენ და ზეთის დასაწურად მიჰქონდათ.
ქალაქ რომის ზრდასთან ერთად იზრდებოდა საკვები მიწოდების მნიშვნელობაც. დაახლოებით ახ. წ. 100 წლისთვის ჩრდილოეთ აფრიკის პროვინციების ნაყოფიერი მიწები „ რომის ბეღლად „ იქცა. აქ ყოველწლიურად 750000 ტონა ხორბალი მოჰყავდათ, სხვა მარცვლეულიდან – ქერი,შვრია და ჭვავი. რომაელებმა ბრინჯის მოყვანა არ იცოდნენ,მაგრამ ის აღმოსავლეთიდან შემოჰქონდათ.
რომაელებს ცხენები და სახედრები ჰყავდათ,მაგრამ მძიმე ტვირთის გადასატანად ხარებს იყენებდნენ.მაშინდელი ურმები თითქმის არ განსხვავდებოდა დღევანდელისაგან.ზოგი მათგანი კელტური ურმის მსგავსი იყო.
შაქარი რომაელებისთვის უცხო იყო,ამიტომ კერძებს თაფლით ატკბობდნენ.თაფლის დამზადების საიდუმლო რომის იმპერიის დაარსებამდე ადრე იყო ცნობილი.სკებს თიხისგან,ჯოგჯერ კი ხის ან სხვა მასალისგან აკეთებდნენ და მწკრივებად დგამდნენ. სხვადასხვა კუთხეში თაფლს სხვადასვხანაირად ამზადებდნენ,ამიტომ ტაფლიც განსხვავებული იყო. რომაელებს შორის განსაკურებული პოპოულარობით სარგებლობდა ატიკის (საბერძნეთის) ქონდრის თაფლი.
რომაელები ცხვარს აშენებდნენ და მისგან მატყლს და რძეს იღებდნენ.ხოგი შეძლებული გლეხი ცხოველთა ახალი ჯიშების მიღებას ცდილობდა.ცხვრის მსგავსად ღორიც ადვილი მოსაშენებელი იყო, რადგან თავის დაცვა შეეძლო,თუმცა თვალყურის დევნება მაინც სჭირდებოდა, ქურდებს ან მტაცებელ ცხოველებს რომ არ მოეტაცათ.რომაელებს ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მეტად უყვარდათ, ცხვრის რძე – ძროხის რძეზე მეტად.სოფელში ცხოველებს მძიმე სამუშაოებს ასრულებინებდნენ, მათი ტყავისგან კი ტანსაცმელს კერავდნენ.სახედრებს მსუბუქ სასოფლო სამუშაოებზე იყენებდნენ.ღორს მთელ იმპერაში აშენებდნენ,ზამთარში ის ადვილი გამოსაკვები იყო, ზაფხულში კი თავს ადვილად ირჩენდა თვითონვე  მახლობელ ტყეებში.
ღვინო რომაელთა საყვარელი სასმელი იყო. ახ.წ. 100 წლიდან რომში ღვინო ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკიდან,ესპანეთიდან და საბერძნეთიდან შემოჰქონდათ.უგემრიელესი ღვინო დგებოდა ვეზუვის მთის ფერდობზე მოყვანილი ყურძნისაგან.ადრე ღვინო ჩრდილოეთ ევროპაშიც კი გაჰქონდათ.ამის გარდა რომაელები ყურძენს ჩამდნენ და მისგან წვენს წურავდნენ.მძიმე ჯოხები მამაკაცებს ყურძნის დაწურვაში ეხმარებოდა, მათ ერთმანეთზე ხელი ჰქონდათ ჩაკიდული რათა  არ დაცემულიყვნენ ყურძნის დაწურვის დროს.
7.

Nessun commento:

Posta un commento